четверг, 27 января 2011 г.

ბ.ელცინისა და ზ. გამსახურდიას ყაზბეგის ოქმი 1991წ.23 მარტი

1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.


რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის თავმჯდომარისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი
1.-1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი., რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.
.
. . .
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის ერთობლივი მოქმედების შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2)-რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3)-რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამიისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საოგადოებრივი წესრგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4)_სსრ კავშირის თავაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5)-რუსეთის სფსრ, საქართვლოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პირობები შეექმნათ .უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6)-საქართველოს რესპუბლიკის,, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ
მთარობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ --ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოჰყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7)-შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8)-შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

რუსეთის სფსრ საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საჭოს უზენაესი საბჭოს
თავმჯომარე თავმჯდომარე
ბ. ელცინი ძ. გამსახურდია

დაბა ყაზბეგი.1991 წ. 23 მარტი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის
პრესცენტრი

пятница, 14 января 2011 г.

დალი ქვირია. საქართველო მცდარი იდეისა და უვარგისი სისტემის რეანიმაციის პოლიგონია

(ინვესტიცია უმაღლეს განათლებაში (6-10)ჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე ნებისმიერ სფეროში).
ევროპული უნივერსიტეტების თანამეგობრობის ჩამოყალიბება „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ (ბოლონია,1988წ.) ეგიდით და განათლებისა და მეცნიერების სისტემათა გაერთიანება ევროპულ სისტემად, ერთიანი მოთხოვნებით, კატეგორიებითა და სტანდარტებით--ბოლონიის პროცესის მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად ბოლონიის დოკუმენტები აუცილებლად თვლის ევროპის ქვეყნების--მთავრობების, მეცნიერებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების ძალისხმევის კონსოლიდაციას, მეცნიერებისა და განათლების ევროპული სისტემის კონკურენტუნარიანობის არსებითი გაუმჯობესებისათვის მსოფლიო განზომილებაში, აგრეთვე ამ სისტემის როლის ამაღლებისათვის საზოგადოებრივ გარდაქმნებში.
„უნივერსიტეტის დიდი ქარტიის“ პრეამბულაში უნივერსიტეტის ახალ, დროის გამოწვევის შესაბამის დანიშნულებაზეა მითითებული: “უნივერსიტეტის დანიშნულება--გაავრცელოს ცოდნა ახალგაზრდებს შორის--დღეს მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს. საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავალი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს უწყვეტი განათლების მისაღებად.“
2005 წლის მაისში ბერგენის დოკუმენტზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად აღიარა ბოლონიის პროცესის მოთხოვნები. ამ მოთხოვნებსა და საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის შესაბამისობაზე ,ზემოთ განხილული საკითხების თვალსაზრისით, გვესაუბრება ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლერი ქურდაძე.
--ბატონო ლერი, როგორია თქვენეული ხედვა განათლების როლის თაობაზე დღევანდელ მსოფლიოში.?
განათლება და საგანმანათლებლო თანამშრომლობა გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. უმაღლესი განათლების მიღება აღარ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე. 21-ე საუკუნეში ის გადაიქცა არამარტო ეკონომიკური პროგრესის,, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების განმსაზღვრელ ფაქტორად
--როგორ შეესაბამება განათლების ქართული რეფორმა ბოლონიის მოთხოვნებს ზოგადად.?
სამწუხაროდ, ჩვენთან მიმდინარე რეფორმა ყველა პუნქტში საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
--როგორია დაფინანსების საერთაშორისო სტაბდარტები უმაღლესი განათლების სფეროში?
უმაღლესი განათლების დაფინანსება არის არა სუბსიდია, არამედ ინვესტიცია..ასეთია სადღეისო რეალობა. ინვესტიცია უმაღლეს განათლებაში (6-10) ჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე ნებისმიერ სფეროში. აშშ-ში, მაგალითად, ჯამური ხარჯები უმაღლეს განათლებაზე ერთიანი ეროვნული პროდუქტის (5-6) %-ს შეადგენს. ექსპერტთა შეფასებით, ერთიანი ეროვნული პროდუქტის მატება (50-60)% ამ ქვეყანაში სწორედ მეცნიერებატევადი ტექნოლოგიებით არის განპირობებული.
ინვესტიციები განათლების სფეროში უნდა შეადგენდე ს ერთიანი ერვნული პროდუქტის (4-6) %-ს, ხარჯები უმაღლეს განათლებაზე კი, განათლების ჯამური ხარჯების (15-20 )% -ს. თუ პირველი ციფრი, ასე თუ ისე, ახლოს არის ჩვენთან არსებულ რეალობასთან,, მეორე-- უმაღლესი განათლების დაფინანსება, ორჯერ უფრო მცირეა რეკომენებულ სიდიდეზე..პროცენტულ განსხვავებაზე მეტად თვალშისაცემია უმაღლესი განათლების დაფინანსების აბსოლუტური მაჩვენებლები,.. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა ეფექტური მექანიზმიც. საქართველოში უახლოეს მომავალშს ბიუჯეტის მკვეთრი გაზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. კერძო სექტორის აქტივობა ასე თუ ისე შეავსებდა დაფინანსების დეფიციტს., მაგრამ ამას ხელს უშლის მოუქნელი კანონმდებლობა, კერძოდ ქველმოქმედების კანონის უქონლობა.
--რას გვეტყვით მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლებაში გატარებულ ცვლილებებზე?
როდესაც ლაპარაკია ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე, განვითარებულ ქვეყნებში იგულისხმება საბუნებისმეტყველო და მათემატიკური მეცნიერებები, რომლებიც ქმნიან ეკონომიკის წინამძღვრებს. ჩვენთან კი ეს დარგები ყველაზე მეტად დაზარალდა. სასკოლო სასწავლო პროგრამებში რამდენჯერმე შეამცირეს ამ საგნების სწავლების მოცულობა; უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტების გაერთიანებისას, ბევრი ისეთი აქტუალური მიმართულება გაუქმდა,, რომელიც განაპირობებდა თანამედროვე ტექნოლოგიურ წარმატებებს..ამ სფეროში სტუდენტებისათვის (100-200) ლარიანი სტიპენდიები უნდა დაენიშნათ დაინტერესების გაზრდის მიზნით., მით უმეტეს ,რომ გვაქვს ასეთი პრეცენდენტი ოფიცრებთან დაკავშირებით., რაც ძალიან კარგია.
--როგორ აფასებთ დაფინანსების ვაუჩერულ სისტემას?-
ვაუჩერული სისტემის იდეოლოგიური საფუძველი არის ერთ-ერთი ნეოლიბერალური პოსტულატი--ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს. სასწავლო დაწესებულებები განხილულია , როგორც საბაზრო ეკონომიკის სუბიექტი და უმაღლესი განათლება როგორც ბაზრის პროდუქტი .აშშ-ში 20-30 წლის წინათ,
რამდენიმე შტატის საშუალო განათლება ექსპერიმენტის სახით გადაიყვანეს ვაუჩერულ დაფინანსებაძე,. რამდენიმე წელიწადში ექსპერიმენტი შეწყდა მისი დაფინანსების სისტემის უვარგისობის გამო.. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ სარგებლობს დაფინანსების ასეთი სისტემით. საქართველო კი გახდა ამ მცდარი იდეისა და უვარგისი სისტემის რეანიმაციის პოლიგონი. აღსანიშნავია ისიც ,რომ ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ აფინანსებენ კერძო სასწავლებლებს ისეთივე წესით, როგორითაც სახელმწიფო სასწავლებლებს. ჩვენთან კი იმის ნაცვლოდ რომ უმძიმესი 15-წლიანი პერიოდის შემდეგ მთავრობას საგანგებოდ მოეძიებინა და გაეზარდა დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრატრუქტურის, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიების რეაბილიტაციისათვის, უმაღლესი განათლების ისედაც მიზერული ბიუჯეტიდან ფინანსდება კერძო სექტორიც. ამრიგად ხახელმწიფო და კერძო სექტორები გათანაბრებულები არიან.
--რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლება განვითარებულ ქვეყნებში?
საშუალო დასაქმებული ამერიკელის განათლების დონე აღემატება 14 წლიან სწავლებას, რაც შეესაბამება სრულ საშუალო განათლებას პლუს კოლეჯის კურსი.
განვითარებულ ქვეყნებში (18-23) წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების 60%-ი საწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში. მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად იაპონიაში, ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-ს აღწევს..აღსანიშნავია,რომ იაპონია ემზადება საყოველთაო უმაღლეს განათლებაზე გადასასვლელად. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ახალგაზრდობის დაახლოებით 20%-ი იღებს უმაღლეს განათლებას, ღარიბ ქვეყნებში კი, მხოლოდ 6%.-ი.
-- როგორ გადაიჭრა მაგისტრატურაში მიღების საკითხი 2006 წელს?
მაგისტრატურაში სწვლლა, როგორც წესი, პირველ ოქტომბერს იწყებოდა ხოლმე, 2006 წლის ზაფხულში მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები არ ჩატარებულა, რადგანაც არც დებულება იყო მზად და არც მიღების პროცედურა. გამოცდები გადაიდო 2006 წლის დეკემბრისათვის და საბოლოოდ მხოლოდ თებერვალში ჩატარდა. მაგალითად, ფიზიკის მიმართულებაზე მაგისტრატურაში მისაღები ზღვარი გადალახა 24-მა ახალგაზრდამ., უფასო ადგილი კი არის 3.. ამასთანავე , მაგისტრატურის გახსნისათვის აუცილებელია 8 მაგისტრანტის არსებობა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გამოჩნდება თუ არა 5 ისეთი ახალგაზრდა, რომელიც წელიწადში 1800 ლარის გადახდას შესძლებს. მაგისტრატურის გახსნის ბრძანება ჯერ არ დაწერილა. მხოლოდ ცნობილია, რომ რექტორატის დონეზე არის ლაპარაკი დაფინანსების სხვა წყაროების მოძიებაზე. რამდენი ადგილი იქნება დაფინანსებული, უცნობია.
არადა წინა წლებში ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში სწავლობდა (30-35) ახალგაზრდა, რაც კარგად შეესაბამებოდა მაშინ არსებულ 15 სპეციალიზაციას. დღეისათვის მაგისტრატურაში ადგილების რაოდენობა ფაქტობრივად 10-ჯერ შემცირა, დოქტურანტურაში კი, მიღება სამი წელიწადია არ ყოფილა. ყოველივე ეს საგრძნობლად დააზარალებს სამეცნიერო კადრების მომზადებას.
ამრიგად ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც პრაქტიკულად აღარ არსებობს უფასო სრული უმაღლესი განათლება .(როგორც ვიცით, უმაღლესი განათლება .არის ბაკალავრიატი პლუს მაგისტრატურა.)
ბოლოს მინდა გითსრათ: განათლების სფეროში ჩვენთან განხორციელებული რეფორმის შედეგები სრულად (5-10 ) წლის შემდეგ გამოვლინდება და ვითარების გამოსწორებას დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება.

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2007 წელი.მარტი