пятница, 22 октября 2010 г.

ტელევიზიის ზემოქმედების ძალა უდიდესია

დალი ქვირია. გაზეთი "აისი" ივნისი, 2006 წელი

მიუხედავად გაუსაძლისობის ზღვრამდე მისული ქართული ყოფისა, ყოველდღიური ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება საზოგადოების თითქმის ყველა ფენას აქვს. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი ტელევიზია ყველაზე მოხერხებული, მისაწვდომი და იაფი საშუალებაა. ტელევიზიის როლის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში და ქართული ტელევიზიის თავისებურებათა შესახებ, ფსიქოლოგიის პროფესორს, ბატონ შოთა ნადირაშვილს ვესაუბრე.
ბატონო შოთა, რა როლს თამაშობს ტელევიზია ადამიანის ცხოვრებაში (ქართულ სინამდვილეს ვგულისხმობ)?
ტელევიზია, როგორც მოვლენა გასულ საუკუნეში შემოვიდა. წინათ ადამიანები ინფორმაციას ტექსტის წაკითხვით იღებდნენ, დღეს ტელევიზიით ისმენენ.
წერა, კითხვა,სიმღერა-უფრო ძნელია, ვიდრე ლაპარაკი--ეს დამატებითი კუ;ტურაა და ეროვნული კულტურის სფეროში შექმნილი ღირებულებებია..ამ სფეროებში ადამიანები ეროვნული კულტურის ბაზაზე მოქმედებენ. და წინსვლაც ამ ბაზის მიხედვით ხდება. ყოველივე ეს ტელევიზიასთან შედარებით, ნაკლებ ზეგავლენას ახდენს. ტელევიზია ადამიანის ბინაში შემოიჭრა და ის ბინის,, ოთახის კულტურაა. ამ მოვლენამ ადამიანები გათიშა. ისინი ეროვნული კულტურის ბაზაზე ნაკლებ მოქმედებენ..ეროვნული კულტურა უფრო სერიოზული საქმეებისთვის აქვთ შემონახული.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელევიზიის სმენა ჩვეულებრივ ინდივიდუალურ ურთიერთობებს დაემსგავსა და ამიტომ მან დიდი უშუალო ზემოქმედების ძალა
შეიძინა. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ საერთდ ადამიანი ორიენტირებულია მოსმენაზე და ლაპარაკზე. ტელევიზიისთვის არ არის საჭირო განათლების, ცოდნის ის დონე, როგორც მეცნიერისათვის. აქ არც წერის კულტურის მოთხოვნაა,, არც ნაწერიდან ამოკითხვის და გაგებისა. ყველაფერი ჩვეულებრივი ლაპარაკის დონეზე მიმდინარეობს და ადვილი გასაგებია. ამიტომ ადამიანზე გავლენის მოხდენა და ზემოქმედება ადვილია.
ტელებიზიის ადამიანზე ზემოქმედების ძალას ვინ და როგორ იყენებს?
ტელევიზიას იყენებენ სახელმწიფო, პარტიები, გარკვეული შ,ეძლებული ოჯახები, რომელთაგანაც თითოეულს, თავისი იდეოლოგია აქვს.ვისაც თავისი იდეოლოგიის გატარება სურს, მისთვის ტელევიზია ძალიან მომგებიანია,. ტელეგადაცემაში ორი სფერო გამოიყოფა--რას ლაპარაკობენ და რა იგულისხმება.--ანუ რა მიზანი აქვს ამ ლაპარაკს. ეს ორი მხარე ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ კავშირი აშკარად არ ჩანს, არ ჩანს, რომ იდეოლოგია აქვს. ტელევიზიის პატრონი თუ ხელმძღვანელი--ე.ი. ზემოქმედი, თავის მიზნებს როგოც თავად აწყობს ,ისე დებს გადაცემაში.,ადამიანები კი ყოველივეს ზემოქმედების ფონზე ვისმენთ. .სახელმწიფო, თუ შეძ;ლებული ორგანიზაცია, ცდილობს საკუთარი არხი ქონდეს.
როგორც წესი, ადამიანები თავად ირჩევენ არხს, რომელსაც რეგულარუად უყურებენ. როგორ ხდება ეს?
ყოველი არხი ადამიანებს აჩვევს თავის იდეოლოგიას.ადამიანი აირჩევს იმ არხს, რომელიც მასზე უკეთესად მოახდენს გავლენას. გავლენის მოხდენას თავისი ფსიქოლოგია აქვს .გავლენის მოსახდენად იმ ადამიანების უშუალო
მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი ტექსტები შეირჩევა, რომლებზე ზემოქმედებაც გვინდა. .თუ ტელევიზიით მოსმენილი ჩვენს შინაგან მოთხოვნას
შეესაბამება, და ჩვენ მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს, ამ არხს ვირჩევთ და მისი ნათქვამიც მეტად მოქმედებს.. თუ არხი მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს ჩვენდამი, ჩვენც მის მიმართ მტრული დამოკიდებულება გვიჩნდება.არსებობს დამოკიდებულებათა მთელი სისტემა,, რომლის კანონებითაც ხდება ადამიანების შეხედულებებზე, აზრებზე, იდეოლოგიაზე ზემოქმედება. უცხოურ ტელევიზიებში ეს კანონები დიდ გამოყენებას პოულბს, ჩვენთან--ნაკლებს.
კონკრეტულად როგორ ხდება მსმენელის მოზიდვა?
მაგალითად, საჭიროა რაღაც თემის გაშუქება. ავტორი წინასწარ იგებს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი და როდესაც იწყებს ლაპარაკს, მსმენელის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი თავის თავზე მიიწერს ისე, ვითომ, მისი დამოკიდებულბა არ იცის. ასე ხდება “ჩვენი კაცის“ იმიჯის შექმნა. და მსმენელიც ფიქრობს,ეს “ჩვენი კაცია.“. ასეთ მოქმედებას ქვია ‘სავიზიტო ბარათის“ წარდგენა. მე თქვენი ვარ, თქვენი საზოგადოების წევრი ვარ, თქვენი ორიენტაციის ადამიანი ვარ, თითქოს ეუბნება მსმენელს. მსმენელიც ისე განეწყობა, რომ, რაც მომხსენებელს მოსწონს, იგივეს მოიწონებს, ვისაც ის აკრიტიკებს, იმასვე გააკრიტიკებს. თუ ზემოქმედი მტრულ განწყობილებას გამოამჟღავნებს, ხალხი მას მტრად მიჩნევს და მის ნათქვამსაც არ აჰყვება.
თქვენი საუბრიდან გამომდონარე, ტელევიზიაში არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან იდეოლოგიას.
დიახ, ასეთი ადამიანები ქმნიან დეოლოგიას და მუშაობის სტილსაც.. თანაც ისეთს, რომ მისი საშუაებით მისი არხი გახდეს მსმენელისათვის მისაღები და მისი მიზნების განმახორციელებელი . ის მეპატრონე, რომელსაც დიდი საშუალებები აქვს, ,აფათოვებს თავისი გავლენის სფეროს.
დასკვნის სახით მინდა გითხრათ,: ტელევიზია არის ჩვეულებრივი ადამიანური კონტაქტის, დიალოგისა და კომუნიკაციის ფორმაში ჩამოყალიბებული ტექნიკური საშუალება, სადაც არსებობს მთქმელი და მსმენელი და სადაც მთქმელს აქვს თავისი იდეოლოგია და მისი გასატარებელი საშუალებები.
რა დამოკიდებულება აქვთ სატელევიზიო თემებს ჭეშმარიებასთან.?
სატელევიზიო პროპაგანდის დანიშნულებაა მსმენელს თავისი აზრი მიაღებინოს და არა ჭეშმარიტება დაადგნოს. ჭეშმარიტება- ეს მეცნოიერთა
ი ნტერესი და ამოცანაა. ტელევიზიის ხელმძღვანელებს კი სურთ მათი აზრი და მსოფმხედველობა მისაღები გახადონ და მოწინაარმდეგის აზრი კი მიუღებელი. /ასე რომ, ტელევიზია აზრის მისაღებლობისათვის იბრძვის. ეს მომენტი წიგნშიც არის, მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც ტელევიზიაში.ახლა იგივე ამოცანას კომპიუტერიც ისახავს მიზნად და ისიც აქტიურად შემოდის ადამიანის ცოვრებაში.
კომპიუტერის საშუალებითაც ხდება ზემოქმედება?.
რა თქმა უნდა. ადამიანები ცდებიან როდესაც ამბობენ, ინფორმაციას ვიღებთო.
ინფორმაციასთან ერთად ხდება მომწოდებლის იმ დამოკიდებულების გადმოცემა, რომელიც ზემოქმედების ავტორია.
ადამიანებზე ზემოქმედება მხოლოდ ზემოქმედების ავტორის ინტერესში შედის?
ზემოქმედება შეიძლება იყოს კეთიმოსურნე და ბოროტი იდეოლოგიის გამტარებელიც. საბჭოთა კავშირიდან გამოსული ქვეყნებში, ძირითადად., მეორე შემთხვევასთან გაქვს საქმე. ხშირად ხელისუფლებისა და ხალხის ორიენტაცია განსხვავებულია.. ასეთ შემთხვევაში ტელევიზია ხშირად უარყოფით როლს თამაშობს. თავის იდეოლოგიას კი ის გადასცემს უფრო იოლად,, ვისაც ტეევიზიაში გადაცემის მოწყობის მეტი საშუალება აქვს. ზემოქმედება ხშირად ისეთი ფარულია, რომ ადვილად არ შეიგრძნობა. კარგი პოლიტიკოსი ამას ახერხებს,, ცუდი კი, აშკარად ცდილობს ჩვენზე ზემოქმედების მოხდენას და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. რაც უფრო ფარულია ზემოქმედება, მით უფრო მეტი ძალა აქვს მას.
ტელევიზიის ზემოქმეებაში წამყვანის როლი როგორია?
ტელევიზიაში მიმდინარე დიალოგებისა და კამათის დროს არ დგას ჭეშმარიტების და მცდარის დადგენის ამოცანა. აქ ხდება შეხედულებათა გადაცემა. ჟურნალისტს აქვს ფარული ამოცანა, რომელიც მსმენელს უნდა გადასცეს. გადაცემაში არის ამ ამოცანის დამცველი და საწინააღმდეგო აზრები .წამყვანი ვერ მოახერხებს მხოლოდ ფაქტების გადმოცემას. წამყვანს თავისი პოზიცია აუცილებლად აქვს. საინფორმაციო გადაცემის დროსაც კი,.როდესაც ჟურნალისტები ამბობენ,- არ უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი პოზიციაო--ეს არ არის სწორი.ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ემხრობა და შეეცადოს იყოს ობიექტური, პოზცია თავისთავად შევა მის გადაცემაში. დავუშვათ ხდება კინოკადრების გაშვება. პოზიცია ამ კადრების დალაგების თანამიმდევრობაშიც კი მჟღავნდება.
ხშირად ჟურნალისტი ეხება უკვე გაკეთებულ ან მომავალში გასაკეთებელ საქმეებს. მაგრამ რაც გასაკეთებელია, მის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი შეუძლებელია..ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მხოლოდ უკვე გაკეთებული საქმე. პოლიტიკოსების საქმიანობა ძირითადად მომავალს ეხება და ამიტომ აქ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. მაგრამ ამ შემთხვეაშიც ჟურნალისტს შეიძლება ჰქონდეს პოზიცია,., რომ მომავალში შეიძლება რაღაც მოხდეს ამ პოზიციის შესაბამისად ან მის საწინაარმდეგოდ.. ასე რომ, პრესა, ტელევიზია,რადიო, ხელოვნება--ყოველთვის პოზიციურია.
სსრკ-ს დროს მასობრვი ინფორმაციის საშუალებები ერთ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ. ჩვენთან ტელევიზიებში ფაქტობრივად არის თავისუფლება,მაგრამ ყველა არხი თავის იდეოლოგიას ემსახურება და ცდილ;ობს თავისი პოზიციის გამყარებას და საწინააღმდეგოს დასუსტებას., ცხადია. ,ამაში ჟურნალისტიც არის ჩათრეული.. .
მსმენელი რამდენად გრძნობს ტელევიზიის ზემოქმედებას??
ჩვენ აღქმის ორი გზა გვაქვს: როდესაც იდეოლოგია ღრმად დევს, ჩვენ ინტუიცურად ვგრძნობთ; როცა პირდაპირ არის ნათქვამი, ვაცნობიერებთ. ჩვენთან (7-8 არხია) და ყოველ მათგანს თავისი პოზიცია აქვს.გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ,ადამიანს შეიძლება მანამდე არც უფიქრია არხის პოზიციაზე, მაგრამ ძირითადად სწორად პასუხობს--ეს სამთავრობო არხია ,ეს ოპოზიციურიაო.
როგორი შეფასებები არსებობს სხვადასხვა არხის მიმართ?.
პირველი არხი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საზგადოებრივი ჰქვია, ხელისუფლებას ემსახურება.. „რუსთავი-2“ ფარულად ხელისუფლების მხარეზეა, თუმცა, ხშირად ამას აშკარად არ ავლენს. ‘კავკასიას“ მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური , კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებისადმი. ასე რომ, სხვადსხვა არხი ამა თუ იმ ხარისხით არის ხელისუფლების მხარდამჭერი ან ოპოზიციური. ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო:, როდესაც ადამიანი ტელევიზიას უყურებს, რაც მისი აზრის დამადასტურებელია, იმას იმახსოვრებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, საწინააღმდეგოს კი არა.. და, როდესაც ტელევიზიის მსმენელი ამბობს--მე დამოუკიდებელი ვარო-თავს იტყუებს. ვისი პოზიციის მომხრეც ვართ, მათი თვალით ვუყურებთ მოვლენებს.
ნეიტრალური ტელევიზია თუ შეიძლება არსებობდეს?
ნეიტრალური ტელევიზია მაყურებლისათვის უინტერესო იქნება.ადამიანმა შეიძლება ძალმომრეობაზე გადაღებულ ფილმსაც უყუროს, თუ იქ ჩადებულია ძალადობის დაგმობის პოზიცია.
რამდენად ახერხებენ ტელევიზიების მეპატრონეები თავისი პოზიციის დაყვანას მსმენელამდე და რამდენად მისაღებია ამ საკითხში მათი მეთოდები?
ჩვენი ტელევიზიის ნაკლი ის არის, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას არა აქვს კარგად გაცნობიერებული როგორი ფორმით მოახდინოს გავლენა მსმენელზე ისე, რომ მისი პოზიციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ან გაორება არ გამოიწვიოს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გადაცემის თავსა და ბოლოში უნდა ითქვას ის, რაც გვინდა რომ ადამიანს დაამახსოვრდეს. ამიტომ საკუთარ პოზიციაზე. დასაწყისში და დასასრულს უნდა ითქვას, შუა ნაწილშიკი-მოწინააღმდეგის პოზიციაზე. არ არის კარგი იუმორით დამთავრება ,დაწყება კი კარგია.
რას იტყვით ქართულ ტელვიზიაზე, მის გადაცემებს დაძაბულობა შეაქვს ხალხში თუ სიმშვიდე?
სატელევიზიო გადაცემებს საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანაც შეუძლია და სიშვიდისაც. თუკი სატელევიზიო გადაცემაში ხდება დიალოგი ორი საწინააღმდეგო პოზიციის ადამიანს შორის,, ისინი ერთმანეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ, თავისი პოზიციის დაცვისათვის იბრძვიან, მათ შორის ურთიერთკრიტიკის, ურთიერთდაუნდობლობის დამოკიდებულება უფრო ძლიერია, ვიდრე ურთიერთშეთანხმების..ხდება მსმენელის დაყოფა ორ ჯგუფად, მოკამათე ადამიანების მხარდამჭრებად. მაყურებელშიც ჩნდება დაძაბულობა, რომელიც წამყვანს შეუძლია გაამძაფროს. ამ შემთხვევაში დიალოგის თითოეული მონაწილე ცდილობს მეორის იდეოლოგიაში სუსტი ადგილები იპოვოს და ყურადღება ძირითადი თემიდან მათზე გადაიტანოს. თითოეული მათგანისათვის დაუშვებელია დამარცხება საზოგადოების წინაშე, ამიტომ არცერთს არ შეუძლია დათმობა და დაძაბულობა იზრდება. წამყვანი ხან ერთ მხარეს ემხრობა ხან მეორეს, და. მისდაუნებურად დაძაბულობა იზრდება.
რა ფორმის გადაცემა იძლევა დაძაბულობის შემცირების საშუალებას?
ორი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს შორის პოზიციების დაახლოება უფრო ადვილია, როდესაც წამყვანი იწვევს მხოლოდ ერთი პოზიციის მომხრეს და მას თავის პოზიციაზე ალაპარაკებს, ხოლო მეორე მხარის პოზიციას თვთონ აცნობს მოწვეულს.ასეთ ვითარებაში მეტი ყურადრება ექცევა თავად აზრის გარჩევას და არა პიროვნებებს შორის დაპირისპირებას.. როდესაც ერთთან არის საუბარი, ყველაფერი შერბილებულია. საზოგადოებას ხშირად სიამოვნებს დაპირისპირება,მაგრამ დაპირისპიება ზოგადად საზოგადოებისათვის საჭირო არ არის. დიალოგების დროს პოზიციები, რაც საერთო აქვთ, იმისაკენ რომ ილტვოდნენ, დაპირისპირება დაახლოების ელემენტს შეიძენს დაა საზოგადოებისათვის სწორედ ეს არის საჭირო. ხშრად დიალოგის ფორმა კონფლიქტების ინკუბატორად იქვ\ცევა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია,
დადებითი შედეგების და ემოციების მომტან\ი გადაცემების მაგალითის მოტანა თუ შეგიძლიათ?
ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა და მოსასმენადაც სასიამოვნო იყო ტელეარხ „კავკასიაში“ ჟურნალისტთა სართაშორისო კავშირ „ობიექტივის“ მიერ მოწყობილი გადაცემა,რომლის წამყვანიც მსახიობი გოგი ქავთარაძე იყო, მონაწილენი კი ქართული ინტილიგენციის წარმომადგენლები. გოგი ქავთარაძე თავადაც კარგად ერკვეოდა თემაში და წაყვანის პრობლემა, ცხადია, არ ქონდა. გადაცემის დროს მოხდა იდეის გაძლიერება, მონაწილეები ერთმანეთის აზრებს ავსებდნენ ,ამყარებდნენ. გადაცემამ მაყურებელს გაუძლიერა ეროვნული ორიენტაცია , ჩააფიქრა იმაზე, რომ საჭიროა ეროვნული კულტურის დაცვა. ,იდეა შეიკრა, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გაუჩნდათ. ასეთი გადაცემები ძალიან სასარგებლოა.

вторник, 5 октября 2010 г.

გაგრძელება-შავი ლაქა "თეთრი ტაძრის" ისტორიაში

გაგრძელება. ]მეორე ნაწილი პირველი ნაწილი ქვემოთ არის განლაგებული დააწკაპუნეთ სარჩევის ოქტომბერი

ჯემალ მებონია, პროფესორი, უნივერსიტეტის არჩეული რექტორი:-ჩვენ მოვითხოვთ მხოლოდ კანონის დაცვას (თუმცა კანონს ბევრი ხარვეზი აქვს), მაგრამ ხელისუფლებას კანონის დაცვა არ უნდა .პარლამენტში ,კი, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს უნდა წარმოადგენდეს, გვითხრეს: კნონი რა შუაშია,, მთავარი პოლიტიკური ნება არისო. დღეს საქართველოში ყველაზე ცხელი წერტილი უნივერსიტეტია. თუ ჩვენ აქ გავიმარჯვებთ, მაშინ მთელ საქართველოში გავიმარჯვებთ .ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ამით გავაკეთებთ იმის დემონსტრირებას, რომ არ გვინდა ჩვენი შვილები და შვილიშვილები მონებად გაიზარდონ . ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მომავალ თაობებს არ უნდა დავუტოვოთ ..უნივერსიტეტის პროფესურამ ერთი პერიოდი მიიძინა, მაგრამ ეს პერიოდი დასრულდა. ზოგიერთს სულმა წასძლია და უკანონო კონკურსში შეიტანა საბუთები. მოგიწოდებთ ამ შეცდომის გამოსწორებისაკენ.
ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ა. ქორელმა ინტერნეტით შეიტყო,რომ ის საკონკურსო კომისიაში, მისთვის შეტყობინების გარეშე , შეუყვანიათ.“მე არავისათვის თანხმობა არ მიმიცია. ევროპული სტანდარტებით ,ეს უზრდელობაა.. მე ხუბუას შევატყობინე, რომ უკანონობაში მონაწილეობას არ მივიღებ“ განაცხადა პროფესორმა (კი მაგრამ რეფორმები ხომ ევროპული სტანდარტებით და ბოლონიის პროცესის შესაბამისად მიდისო-ასეთი იყო სამინისტროს ხმამაღალი განცხადებები დ,ქ.) სიტვებით გამოდიოდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები,
. კომსტანტინე გამსახურდია:-მოძრაობა“თავისუფლების“ ლიდერი:-
ჩვენ უნდა დავიხსნათ უნივრსიტეტი სააკაშვილის ამაზრზენი, უზნეო,, ანტიქართული, ანტიადამიანური სისტემისაგან. ამ სისტემის ერთ-ერთი ქურუმი, ე. წ. განათლების, უფრო სწორად, გაუნათლებლობის მინისტრია. ის ცდილობს უცხოური დაფინანსებით ნაკარნახევი რეფორმის გატარებას,. ის მოუწოდებს პროფესორების დაპატიმრებისაკენ. .ხუბუა არ ამჟღავნებს არავითარ მსგავსებას რექტორთან. დადგა დრო, რომ ჩვენ მოვითხოვოთ არა მხოლოდ ხუბუას და ლომაიას გადადგომა, არამედ მთელი ხელისუფლების. ვიბრძვით რა უნივერსიტეტის ავტონომიისათვის,, ჩვენ მთელი საქართველოს თავისუფლებისათვის ვიბრძვით. და მე მაგონდენა 1989 წლის 5 აპრილი..მაშინაც ყველაფერი უნივერსიტეტიდან დაიწყო (ხოდა იმიტომაც არის ძირითადი დარტყმა უნივერსიტეტზე მიმართული, ყველაფერი ეროვნული ამ „თეთრი ტაძრიდან“იწყებოდ აყოველთვის) .ზვიად გამსახურდიამ ეროვნული დროშა გადასცა მუხრან მაჭავარიანს, ისინი უნივერსიტეტიდან სტადიონზე წავიდნენ და შემდეგ მთელი სტადიონის ხალხი მთავრობის სახლთან მოვიდა. შემდეგ იყო 9 აპრილი, შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა.“
შალვა ნათელაშვილი: -„ჩვენი პროფესორების ნება ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე სააკაშვილის განკარგულებები...თქვენ აქ ეწევით ტიტანურ ბრძოლას უნივერსიტეტისათვის .ჩვენ კი, პატივი გვქონდა გუშინდელი ღამე უნივერსიტეტის კედლებთან გაგვეტარებინა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით., დღეს მთელი ერის ყურადღება ამ ტაძრისკენ არის მიმართული. მე აქ ვდგევარ, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დამავალეთ. მიმსახურეთ.“
დავით კერესელიძ:: „ გუ:შინ ღამე საოცარი გმირობის მომსწრე გავხდი. ადამიანებს მოუსპეს წყლის, საკვების მიღების და ელემენტარული ბოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებოს საშუალება .აქ შეკრებილი იყო საქართველოს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.. იყო დარბევის რეალური საფრთხე. დიდი მადლობა თქვენ ამ გმირობისათვის. დღეს შეტევაა უნივერსიტეტზე, სკოლაზე, დაანგრიეს აკადემია., დაარბიეს დმანისის ეპარქია,, ამაზრზენად მიმდინარეობს გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი. კანონის ნაცვლად, ხელისუფლება ძალადობას მიმართავს..ამასთან დაკავშირებით შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა დროებითი საგანგებო შტაბი .უნივერსიტეტის ავტონომიას ალტერნატივა არ აქვს.“
გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი:“ მე ამაყი ვარ, რომ თქვენს გვერდით ვარ..მე მოგაგონებთ ძველ ბერძნულ სიბრძნეს :წვეთი კლდეს ხეთქავს არა ძალით, არამედ სიხშირით. ჩვენ უნდა მოვიგოთ არა ბრძოლა, არამედ ომი .მე მაგონდება ბათუმის დაბრუნების ისტორია. ის სამმა ქართველმა დაგვიბრუნა: ბოლშევიკმა სერგო ქავთარაძემ, გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა და სამუსლიმანო საქართველოს ბრწყინვალე წარმომადგენელმა მემედ აბაშიძემ. ისინი არც მანამდე იყვნენ ერთად და მერეც მტრებად დაშორდნენ .ჩვენ გუშინ ამ დიდი ქართველების შთამომავლები ვიყავით, ჩვენ ქართველები ვიყავით .მინდა ხელისუფლების გასაგონად ვთქვა “კვერცხი ქვას არ უნდა აუხირდეს“
სააქტო დარბაზში შეკრებილი დიდი საბჭო და მისი მხარდამჭერები 4 ივლისს, ღამის 11 საათზე ორგანიზებულად გამოვიდნენ დარბაზიდან.
5 ივლისს უნივერსიტეტის დიდი საბჭოს ხუთმა წევრმა თითქმის 5 საათი ქალაქიის პოლიციის მთავარ სამმართველოში გაატარა...აქ ისინი ხუბუას კაბინეტში მომხდარი ჯგუფური ფაქტის გამო დაკითხეს მოწმეთა რანგში, პოლიციაში გამოძახებულნი იყვნენ პროფესორები ჯემალ მებონია-რექტორი, აკადემიკოსი თენგიზ სანაძე,, პროფესორები გიორგი გოგოლაშვილი, და ავთანდილ არაბული, მეცნიერ თანამშრონელი გელა დოლიძე. (ამასაც მოვესწარი, რომ ჩემი მასწავლებელი, პარამაგნიტური რეზონანსის მსოფლიო ენციკლოპედიაში შესული, ანუ მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონების ავრტორი თენგიზ სანaძე, პოლიციაში გამოიძახეს.) უნივერსიტეტის საამაყო პროფესორებს ასეთი ტიპის შეკითხვებს აძლევდნენ.- ხომ არ მიაყენეს მათ რექტორს შეურაცხყოფა (ეს ხალხი აბსოლუტურად შორს არის ლოგიკური აზროვნებისაგან. ხუბუამ თავის თავს თვითონ მიაყენა შეურაცხყოფა უნივერსიტეტში პოლიციის შეყვანით), რამდენად კანონიერად მიაჩნიათ რქტორის მიერ კაბინეტის დატოვების მოთხოვნა და ა. შ.
იურისტმა მალხაზ პატარაიამ ამ ფაქტს ასეთი შეფასება მისცა:: დიდი საბჭოს წევრთა მოქმედება კანონიერია მათ რექტორის კაბინეტში თავისი აზრი გამოხატეს. ამ ქმედებას იცავს კონსტიტუციის მე 13-ე და 24-ე მუხლები, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. რაც შეეხება ხუბუას სტატუსს, ის არის კრიმინალი.
პ.კ წაკითხული მაქვს და ცნობილი ფაქტია :საბერძნეთს ში სტუდენტებმა აქცია მოაწყვეს ქუჩაში (მიზეზი არ მახსოვს) _და როდესაც პოლიცია შეეცადა მათ გასწორებოდა, ისინი უნივერსიტეტის ეზოსაკენ გაიქცნენ.. უნივრსიტეტი ხელშეუხებელია,ეს მთელ მშოფლიოში ასეა ხუბუასთვის ეს ჭეშმარიტება ჯერ ცნობილი არ არის. რა ქნას, თენგიზ სანაძე სამყაროს აებულების კანონების აღმოჩენას ანდომებს მთელ თავის ცოდნასა და ენერგიას, განათლებით იურისტი ხუბუა კი, როგორც ჩანს კანონების შესწავლითაც არ იწუხებს თავს, ან რად უნდა, მას კანონები, როდესაც კონსტიტუციის მაკომტროლებელ ორგანოში, პარლამენტში ითქვა: მთავარია პოლიტიკური ნებაო,.

დალი ქვირია. შავი ლაქა "თეთრი ტაძრის"ისტორიაში 11 07 06 წ.

დალი ქვირია პირველი ნაწილი
შავი ლაქა „თეთრი ტაძრის“ ისტორიაში. გაზეთი „აისი“ 11 07 06 წ.

უნივერშიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამოკვეთილად „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ (2004 წლის დეკემბერი) დაიწყო. ეს ბრძოლა რომ გეგმაზომიერად მიმდინარეობს,, უკვე ეჭვს აღარ იწვევს. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებმა ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მიმართეს დიალოგისათვის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს,, პრეზიდენტს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. პროფესორმა ჯემალ მებონიამ (დღეს ის დიდი საბჭოს მიერ არჩეული რექტორია), ერთ_ერთ გამოსვლაში აღნიშნა: უნივერსიტეტის რექტორთა 2 ტიპის სია არსებობს. სახელოვანი რექტორები და რექტორები, რომლებიც უსახელოდ წავიდნენ. პროფესორი მოუწოდებდა ხყბუას, არ ჩაწერილიყო უსახელო რექტორების სიაში და აქტიურად ჩაბმულიყო უნივერსიტეტისათვის ბრძოლაში. ხუბუამ არ დაიჯერ.ა. ის ყველფერს აკეთებდა და აკეთებს,რომ ბერბიჭაშვილის მსგავსი სახელი დატოვოს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არად ჩააგდო წინა რექტორის მიერ კონკურსების თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ და ისეთივე შინაარსის 4 ბრძანება გამოსცა. უფრო მეტიც,- ბრძანებაში „საპროცესო კოდექსზე“ ისეთი მითითება გააკეთა, როგორსაც, როგორც იურისტი მალხაზ პატარაია ამბობს, მხოლოდ მოსამართლე იყენებს. ამრიგად, ხუბუამ მოსამართლის თანამდებობაც შეითავსა. შემდეგში კი, ესეც არ იკმარა და, უნივერსიტეტის კანონიერი დიდი საბჭოს მუშაობით გონდაკარგული, 19, 20 ივნისსა და 3 ივლისს უკვე პოლიციის შეფის როლში მოგვევლინა.
მთელი ქალაქი გაოგნებული იყო პოლიციელების მიერ გარშემორტყმული უნივერსიტეტის ხილვით (კარგად მახსოვს, როდესაც 1989 წლის 25 თებერვალს ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობით საზოგადოებამ საქართველოს ოკუპაციის დღე გლოვის დღედ გამოაცხადა და უნივრერსიტეტის წინ შეიკრიბა, უნივერსიტეტთან მოსული რუსული ჯარის ბტრ-ები და რუსი ჯარისკაცები უნივერსიტეტის ზღურბლს არ გადმოსცილებიან). რაც რუსის ჯარს არ გაუკეთებია, ხუბუამ (ხუბუა რომ მხოლოდ შემსრულებელი იყო, ეს ყველამ იცის) გააკეთა პოლიციამ შენობიდან ხელების გადაგრეხით გამოიყვანა ის ადამიანები, რომელთაც ბოლო გაუსაძლისი წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს უნივერსიტეტის გადასარჩენად.
აღსანიშნავია, რომ პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა 19 და 20 ივნისის პროფესორთა დარბევის ამსახველი მასალა გადასცა ყველა უცხოურ საელჩოსა და საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
საუნივერსიტეტო მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრე წინა კვირას შეიძინა.
3 ივლისს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ ახალ რექტორად ერთხმად აირჩია პროფესორი ჯემალ მებონია, შემდეგ დიდი ს აბჭოს წევრთა პატარა ჯგუფი ყოვეგვარი ექსცესებისა და „ხულიგნობის“ გარეშე შევიდა ხუბუას კაბინეტში და მას კაბინეტის დატოვება მოსთხოვა. პასუხად ხუბუამ განაცხადა, რომ თუ პროფესორები კაბინეტს არ დატოვებენ, ის პოლიციას გამოიძახებს, (ხუბუას პოლიციის გმოახება როგორც ჩანს უკვე ჩვევად გადაექცა.) მან მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. თუმცა ცოტა ხანში კაბინეტიდან გამოვიდა და მოპირდაპირე კარებში შევიდა. კაბინეტი და მისაღები პოლიციელებით გაივსო.
კაბინეტი დაგვატოვებინეს. საღამოს დიდი საბჭო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეიკრიბა,დრბაზი ტელეჟურნალისტებით აივსო, მოვიდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრები. გარეთ საშინლად წვიმდა, ფანჯრებიდან ვხედავდით, რომ უნივრსიტეტის გარშემო უამრავ ხალხას მოეყარა თავი. პრეზიდიუმში დიდი საბჭოსსწევრები და რექტორი ისხდნენ, გამომსვლელები დიდი საბჭოს მიერ ჩატარებულ მუშაობასა და უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნაზე ლაპარაკობდნენ,..ვხედავით, რომ დარბაზის ირგვლივ პოლიციელთა რაოდენობა თათნდათან მატულობდა, დარბაზის დატოვებას არავინ აპირებდა, მიუხედავად ამისა,. ცოტა ხანში დარბაზში შესასვლელი 2 ძირითადი კარი არა მარტო ჩაკეტეს, ,კარები ფოიეში მოთავსებული სტენდებითაც ჩახერგეს (რატომ, გაუგებარია). წყლისა და საკვების შემოტანის საშუალებაც მოგვიხსნეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ის თოკი გადაჭრა, რომლითაც ქვემოთ მყოფი ხალხი ცდილობდა დარბაზში მყოფთათვის ბოთლით წყალი მიეწოდებინა.(!!!!). არ იყო ტუალეტით სარგებლობის საშუალებაც. ერთ-ერთ ქალბატონს სასწრაფო დახმარების ექიმები 3-4 საათი ასულიერებდნენ. და ეს ყველაფერი თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხდებოდა, ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა დ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს რეალობა იყო. სტუდენტობა მომაგონდა აქ ხომ სტუდენტური სამეცნიერო სესიები ან შესანიშნავი კონცერტები იმართებოდა .სააქტო დარდბაზი ხომ ყოველთვის ზეიმის და ამაღლებული განწყობის ადგილი იყო. დარბაზიდან ერთი გასავლელი დატოვეს, მაგრამ დიდ საბჭოს და მის მხარდამჭერებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, დარბაზი არ დაეტოვებინათ. განსაკუთრებით ძნელი იყო დიდი ხნის განმავლობაში სრულიად დახშულ სივრცეში , დახუთულ ჰაერზე ყოფნა. საერთოდ ყვეაფერი იყო უჩვეულო და უნივერსიტეტისათვის სრულიად შეუსაბამო.