четверг, 19 августа 2010 г.

დალი ქვირია.

ქართული განათლების რეფორმის მიზანია მომავალ თაობას არ ჰქონდეს ეროვნული თვითშეგნება
და სამშობლოს განცდა.

სამეცნიერო-კვლევითი სექტორი უნივერსიტეტიდან გატანილია.

საქართველოში ჩატარებული განათლებისა და მეცნიერების რეფორმის შესახებ ბევრი დაიწერა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის რეფორმის ყოველი ეტაპის მიმდინარეობა კარგად უნდა იყოს ცნობილი. რეფორმები კორუფციის, რეპეტოტორთა ინსტიტუტის მოსპობისა და ბოლონიის პროცესთან მიერთების ლოზუნგით მიმდინარეობდა. მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოებას არც კორუფციის ბრალდებით დასჯილი უნახავს ვინმე, არც რეპეტიტორთა ინსტიტუტი შესუსტებულა(პირიქით მოხდა) და არც ბოლონიის პროცესის ძირითადი დებულებები შესრულებულა. დაისაჯა ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამებრძოლების მიერ დიდი შრომის ფასად შექმნილი, მრავალჭირნახული და ყოველივე ეროვნულის სათავე და წამომწყები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტებს დანაშაულებრივად წაერთვათ უფლება მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების- თენგიზ სანაძისა და ვანო კიღურაძის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ ლერი ქურდაძის, პროფესორების -- ჯემალ მებონიას, ოლეგ ნამიჩეიშვილისა და სხვათა ლექციები; დაიხურა კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები; უნივერსიტეტიდან გატანილია კვლევითი--სამეცნიერო სექტორი.
ფიზიკის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დახურვისას წიგნებს მეოთხე სართულიდან ისროდნენ. და ეს ჩვენს უნივერსიტეტში ხდებოდა. უნივერსიტეტში, რომლის ზღურბლსაც წინა თაობების სტუდენტები მხოლოდ ქუდის მოხდის შემდეგ გადააბიჯებდნენ ხოლმე; უნივერსიტეტში, რომლის აღზრდილი მეცნიერებიც დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოღვაწეობენ და მაღალ პოზიციებს იკავებენ; უნივერსიტეტში, რომლის სტუდენტებზეც დღესაც არ წყდება მოთხოვნა განვითარებული ქვეყნების პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან და ფირმებიდან. უნივერსიტეტში ჩატარებული რეფორმა იყო დარტყმა ქართული მეცნიერებისა და განათლების კერაზე, დარტყმა ქართველი ადამიანის სათუთ და საამაყო გრძნობებზე.
დღეისათვის რეფორმატორული ცვლილებები ძირითადად ჩამთავრებულია (თუ არ ჩავთვლით სასკოლო თუ საუნივერსიტეტო შენობების შეღებვა—შეფერადებას). დღეს ამ გაუაზრებელი, დამანგრეველი რეფორმების თვასაჩინო შედეგების ანალიზის დრო დადგა, თუმცა, განათლების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე,(სადაც ცვლილებები უფრო გვიან იჩენს ხოლმე თავს), რეფორმატორების ნამოქმედარის საბოლოო შედეგების ხილვა, ჯერ კიდევ წინა გვაქვს. რა მდგომარეობაა თსუ-ს რეფორმირებულ ისტორიის ფაკულტეტზე დღეს?-- ამის თაობაზე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური გვესაუბრება

როგორ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია სკოლასა და უნივერსიტეტში საბჭოთა პერიოდში?

საბჭოთა სკოლაში საქართველოს ისტორია მეტად მცირე დოზით, მხოლოდ ერთ კლასში ისწავლებოდა. არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო. ჩვენი მშობლების თაობის ბრძოლის შედეგად უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე დაიწყო საქართველოს ისტორიის სწავლება. ილია ვეკუას მიერ დიდი საბჭოს სხდომაზე ამის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას მთელი დარბაზი ტაშით შეხვდა.

რა ცვლილებები მოხდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სწავლებაში დამოუკიდებლობის მოპოვების
შემდეგ?

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ისტორიის სასკოლო სწავლების კურსის მოცულობა გაიზარდა. შედგნილ იქნა ჯერ მე-8-ე, მე-9-ე კლასების სახელმძღვანელოები მარიკა ლორთქიფანიძის, ნოდარ ასათიანის და სხვათა ავტორობით, შემდეგ კი მე-10-ე, მე-11-ე კლასების სახელმძღვანელოები ვახტანგ გურულისა და მერაბ ვაჩნაძის ავტორობით. საქართველოს ისტორია ისწავლებოდა მეხუთედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. მხოლოდ მეექვსე კლასი იყო გამოტოვებული. მეათე კლასის სახემძღვანელოს ავტორები იყვნენ მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, გივი ჯანბერიძე, ოთარ ჯაფარიძე, ოთარ ლორთქიფანიძე, გიორგი ოთხმეზური.ამ სახელმძღვანელოების ავტორი საქართველოს ისტორიის თითოეული პერიოდის ისტორიის ავტორი იყო - ამ პერიოდის ისტორიის სპეციალისტი. როგორც ხედავთ, ავტორები არიან მეტად მაღალკვალიფიციურნი და კარგი მასწავლებლის დახმარებით ქართველ ბავშვებს სრული შესაძლრებლობა ეძლეოდათ უმაღლეს დონეზე შეესწავლათ მშობლიური ქვეყნის ისტორია.

როგორია რეფორმატორების მიდგომა საქართველოს ისტორიის სწავლებისადმი?

რეფორმატორებმა ძირეულად შესცვალეს საქართველოს ისტორიის სწავლებისადმი მიდგომა. ამ მიდგომით საქართვველოს ისტორია განიხილება არა როგრც ცალკე საგანი და ცალკე შესწავის სფერო, არამედ ის მსოფლიო ისტორის კონტექსტში განიხილება და ისწავლება. მეშვიდე კლასში მოხდა ორი საგნის -- ისტორიისა და გეოგრაფიის ერთ სახელმძღვანელოში გაერთიანება. რა თქმა უნდა, ეს მექანიკური მოვლენაა და მას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ აქვს. ბევრ სკოლაში ერთი სახელმძღვანელოდან ისტორიას ისტორიის მასწავლებელი ასწავლიდა და გეოგრაფიას კი, გეოგრაფიის მასწავლებელი. ასე რომ, სრულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.მთავარი სწავლების ამგვარ პრინციპში ის არის, რომ საქართველოს ისტორიის ამ კონტექტსში სწავლებისას, ხდება მისი სრული ჩაკარგვა მსოფლიოს ისტორიაში, თუნდაც სახელმძღვანელოს მოცულობიდან გამომდინარე.

რითი ხსნით რეფორმატორების ასეთ მიდგომას მშობლიური ქვეყნის ისტორიისადმი და რას ისახავენ ისინი
მიზნად?

რეფორმატორების მიზანი არის ის, რომ ქართველ მოზარდს, ანუ მომავალ თაობას არ ჰქონდეს
ეროვნული თვითშეგნებისა და სამშობლოს განცდა.ეს მოვლენა სულაც არ არის შემთხვევითი. ყოველივე ეს შეგნებულად არის გაკეთებული.რეფარმატორების მიდგომით, სახელმძღვანელოებში საქართველოს ისტორიის მოცულობა უნდა იყოს მცირე, არ უნდა იყოს გამოკვეთილი მსოფლიო ისტორიიდან და აქცენტი უნდა კეთდებოდეს ზოგადსაკაცობრიობო პრობლემებზე და ზოგად განითარებაზე, და არა ეროვნულ პრობლემებზე. 2006 წელს გამოცემული მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს ავტორები არიან ზურაბ კიკნაზე, ვაჟა ნეიძე, ლელი პატარიძე, მზია სურგულაზე, მერაბ ლაოშვილი, თამარ უზუნაშვილი.
მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს ცალკე. .მსოფლიოს ისტორია კი ცალკე და მსოფლიო ისტორიის მოცულობის გაზრდა არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ისტორიის ხარჯზე. აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია ისტორიისა და გეოგრაფიის ერთი სახელმძღვანელოთი სწავლება. სხვათა შორის, ამ ფაქტს, ჯერ კიდევ ლომაიას დროს პრეზიდენტმაც სისულელე უწოდა.
საქართველოს ისტორიის სწავლებაში რეფორმატორების მიერ გატარებული ცვლილებების პრაქტიკული მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ისტორიის ნიშანი ცალკე არ შევიდეს სასკოლო ატესტატში და შესაბამისად მისი ცალკე ჩაბარება ვერ მოხდეს გამოცდებზე( მსოფლიო ისტორიისაგან დამოუკიდებლად). ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს ისტორიის სწავლის მოტივაცია სკოლაში მაქსიმალურად შემცირებულია და მისი შესწავლა მხოლოდ მეცხრე კლასში-- გ. ანჩაბაძის სახელმძვანელოთი მიმდინარეობს.

რა ხდება ამ თვალსაზრისით ყნივერსიტეტში?

საბჭოთა პერიოდში, ქართულ უნივერსიტეტში, ისევე როგორც ყველა განვითარებული ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, არსებობდა ისტორიის დამოუკიდებელი ფაკულტეტი. რეფორმატორებმა ბევრ სხვა კათედრასთან, ერთად გააუქმეს საქართველოს ისტორის კათედრა, ხოლო ფაკულტეტი სხვა 5 ფაკულტეტთან ერთად, ფილოლოგიის ფაკულტეტთან გააერთიანეს. სხვათაშორის, რექტორი ხუბუა, მოსვლისას გაკეთებულ განცხადებებში ეწინაარღმდეგებოდა ფაკულტეტების გამსხვილებას, თუმცა შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა ამის საწინაარმდეგოდ.საქართველოს ისტორიის კათედრასთან 1997—2004 წლებში ფუნქციონირებდა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორია, რომელსაც მე ვხელმძრვანელობდი. ლაბორატორიაში გეგმაზომიერად მიმდინარეობდა ქართული წყაროების შესწავლა და კვლევები `ქართლის ცხოვრების” ტექსტზე. ჩვენი კვლევითი სამეცნიერო ნამუშევარი `ქართლის ცხოვრების’ ტექსტთან დაკავშირებით გადავეცით მეცნიერებათა აკადემიას, `"ქართლის ცხოვრების” ტექსტის დამდგენი კომისიისათვის. საერთოდ, ტექსტის დადგენაზე მუშაობდა ჩვენი ლაბორატორია და მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი განყოფილება.
გარდა ამისა, ლაბორატორია მუშაობდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსების ბიოგრაფიასა და მემკვიდრეობაზე. გამოიცა კიდევაც ქეთევან ნებიერიძის მონოგრაფია ცნობილ ქართველ ისტორიკოსზე -თედო ჟორდანიაზე.კათედრების დახურვა მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით განხორციელდა, ხოლო საქართველოს ისტორიის სწავლება უნივერსიტეტში მხოლოდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მიმდინარეობს.

კათედრის არსებობის პერიოდში თუ არსებობდა სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო კვლევებში და რა
მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს?

კათედრასთან ფუნქციონირებდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტები თავის ნამუშევარზე მუშაობასთან ერთად ეცნობოდნენ სხვა სტუდენტების ნამუშევრებს და შესაბამისად იფართოებდნენ სამეცნიერო თვალსაწიერს. ეს წრე დღესაც არსებობს, მაგრამ ის ახლა მსოფლიო ისტორიის წრედ გადაოქცა.

რეფორმის კიდევ რომელი შედეგებით "გაგვახარებთ”?

რეფორმის შედეგებია რუსეთის ისტორიის და მსოფლიო ისტორიის კაბინეტების, საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული "`ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის”, და “პარტიების ისტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის” დახურვა.

როგორც თქვენი ნაამბობიდან ჩანს რეფორმა თსუ --ში ტარდებოდა კათედრების, ლაბორატორიების,
კაბინეტებისა და სამეცნიერო ცენტრების დახურვის ნიშნით. არის თუ არა ისტორიის ფაკულტეტზე დღეს
პირობები კვლევითი—სამეცნიერო მუშაობისათვის? სრულდება თუ არა ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი
ძირითადი დებულება –სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიანობის შესახებ?

კვლევითი მუშაობა დღეს უნივერსიტეტში მხოლოდ პირად ინიციატივაზეა დამოკიდებული და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის არავითარი პირობები აღარ არსებობს. როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესს დიდი დარტყმა მიაყენა ასევე იმ ფაქტმა, რომ ბევრი პროფესიონალი და ღირსეული სპეციალისტი აღმოჩნდა უნივერსიტეტს გარეთ, რის შედეგებსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით.რეფორმის დამსახურებაა ისიც, რომ სტუდენტთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, ყოველწლიურად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მაგისტრატურის ჯგუფის გახსნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. წელს მაგისტრატურის ჯგუფი ბოლოსდაბოლოს 7 კაცის რაოდენობით გაიხსნა.

ამდენი დახურვისა და გაუქმების ფონზე, თითქოს რაღაც ძვრებზე არის ლაპარაკი?

ჩემის აზრით,განათლების სამინისტრომ გაანალიზა დაშვებული შეცდომები და არის მათი გამოსწორბის
მცდელობები—შეიქმნა სახელმძღვანელოების ახლებურად შედგენისათვის ჯგუფი. ყოველ შემთხვევაში
ამაზე არის ლაპარაკი.

უნივერსიტეტის გადარჩენის რა გზებს ხედავთ?

უპირველეს ყოვლისა განათლების კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს. სახელმწიფო ყოველწლიურად უნდა ზრდიდეს უნივერსიტეტის დაფინანსებას და რაც მთავარია, კანონი უნდა უზრუნველყოფდეს უნივერსიტეტის სრულ ავტონომიას. უნივერსიტეტში უნდა აღდგეს სამეცნიერო სექტორი. რაც შეეხება უნივერსიტეტში ჩარიცხვას, გადამწყვეტი მნიშვნლობა უნდა მიენიჭოს სკოლის ატესტატს. შემდეგ კი ახალგაზრდამ უნდა ჩააბაროს საგანი არჩეულ სპეციალობაში და მე ვთვლი, რომ ყველა ფაკულტეტზე უნდა ბარდებოდეს ქართული ენა და საქართველოს ისტორია.

პ.ს. როგორც ხედავთ, ქართულ უნივერსიტეტში რეფორმა და დახურვა-გაუქმება სინონიმები გახდა. რაც შეეხება სამშობლოს ისტორიას, მე ჩვენ დიდ წინაპარს მოვიშველიებ: `დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან—მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა”. ამისაკენ მიისწრაფვით თქვენ, საქართველოს განათლების რეფორმის `"ძვირფასო მამებო!” თქვენ, უცხოეთში `სწავლასა” და გამგზავრებას მოწყურებულო მინისტრებო?

პ.ს. ამ ბოლო დღეებში ტელევიზიით სასკოლო განათლების შესახებ პრეზიდენტის სიტყვების გამხმოვანებლებელთა გამოსვლები დაიწყო. განათლების მინისტრი გვპირდება, რომ ახალ რეფორმაში სპეციალისტებს ჩართავს. მაგრამ ყოველ რეფორმას რომ საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ. მეორე: თუ საქმეში ისეთ სპეციალისტებს ჩართავენ, რომლებმაც საუნივერსიტეტო კონკურსებში გამარჯვების შემდეგ სალექციო ცხრილი ვერ შეადგინეს და ამ პრობლემის გადასაჭრელად უნივერსიტეტგარეთ დარჩენილი პროფესორების მოწვევა გახდა საჭირო, ის კრიზისი, რომელიც დღეს ქართულ სკოლაშია, ვერ დაიძლევა. ყოველივე ეს ცალკე საუბრის თემაა და უამრავი არგუმენტი გვარწმუნებს, რომ წამოწყებული კამპანია შორსაა საქმისადმი მეცნიერული მიდგომისაგან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "`რეფორმატორების” მიერ დანგრეული ქართული განათლების ჯერ აღსადგენად და შედეგ წინ წასაწევად უმცირესი შანსიც კი უნდა გამოვიყენოთ.



.

.

понедельник, 16 августа 2010 г.

ხუბუამ საქართველოს პატრიარქისადმი მიცემული დაპირება არ შეასრულა


დალი ქვირია. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 2006 წლის 6 ივლისი.

27 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ხუბუას შეხვდა. პატრიარქი თვლის, რომ კონკურსები უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდეს თვისუფალ ადგილებზე, ანუ იმ ადგილებზე, რომლებზედაც პროფესორებს უკვე გაუვიდათ ვადა და არა იმ ადგილებზე, რომელიც პროფესორებს კანონიერი კონკურსით აქვთ დაკავებული და კონკურსის ვადა ჯერ არ არის გასული. გიორგი ხუბუა ღიმილით დაეთანხმა პატრიარქს, მაგრამ მოგვიანებით გამოირკვა ამ ღიმილში რაოდენი ფარისევლობა იყო--კონკრეტულად კი 28 ივნისს, უნივერსიტეტში,განცხადებებისათვის განკუთვნილ დაფებზე გიორგი ხუბუას №25-ე განცხადება გამოაკრეს. განცხადება 26 ივნისით არის დათარიღებული ,ანუ პატრიარქის შეხვედრამდ გამოიცა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება გვაუწყებს, რომ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ასარჩევად 2006 წლის 19 მაისს გამოცხადებული კონკურსის შედეგებისს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოქვენებისთანავე გაუქმდეს ყველა არსებული საშტატო ერთეული: აკადემიური, მასწავლებელთა და სასწავლო დამხმარე პერსონალისა.. ეს კი ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ის თანამშრომელი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, ან რომელსაც განცხადება არ ჰქონია შეტანილი, განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან. ამ ბრძანებაში, როგორც რექტორის ყველა სხვა ბრძანებაში მითითება არის „უმღლესი განათლების შესახებს კანონის“ 89-ე მუხლის მე-11-ე პუნქტზე, რომლის შესრულებასაც დაჟინებით მოითხოვს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო და, რომელსაც ადმინისტრაცია რეგულარულად არღვევს და მისი მოხსენიენბის მიზანი ბრძანებაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა--აქაოდა,,“ განათლების კანონის““მიხედვით ხდება ყველაფერიო.

№25- ბრძანებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავალებს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურსა და შესაბამისი ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემრულებლებს, 10 დღის განმავლობაში უზრუნველჰყონ:1.-თანამშრომელთა გაფრთხილება, 2.-ბრძანების წარდგენა პროფკავშირში შესათანხმებლად.. ბრძანება უკვე გამოცემულია, და პროფკავშირთან რაღა უნდა შეთანხმდეს,, გაუგებარია. მსგასი ალოგიკურობით დღეს სავსეა უნივესიტეტის ცხოვრება..

ყველაზე ამაზრზენი და ძნელად დსააჯერებელი კი ის ფაქტია, რომ როდესაც ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხუბუა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ღიმილით უსმენდა და ეთანხმებოდა ,მას ეს ბრძანება უკვე დაწერილი ჰქონდა. (ბრძანება 26-ში გამოიცა, შეხვედრა კი 27_ში შესდგა)).ამ ფაქტმა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პრაქტიკიდან ერთი რამ მომაგონა-- როდესაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მოწვეულ მეცნიერებს განათლების მინისტრი ალ. ლომაია აკადემიის გარდაქმნის თავისეულ კონცეფციას აცნობდა, და მეცნიერების კონცეფციისა და თავისი კონცეფციის შეჯერებაზე საუბრობდა,როგორც მოგვიანებით გაირკვა,, მას პარლამენტში აკადემიის დაშლის კანონ-პროექტი უკვე შეტანილი ჰქონდა. როგორც ჩანს, ხელისუფლების ერთგული მოხელეებისათვის მსგავსი მეთოდები ტიპიურია.როდესაც საქართველოს პატრიარქის წინაშე ფარისევლობა დაშვებულია და ამას უნივერსიტეტის რექტორი სჩადის, ეტყობა დროა დაისვას კითხვა-- საით მივყევართ ამ ადამიანებს არა მარტო განათლებისა და ნეცნიერების სფეროში, არამედ საერთოდ? რა ელის აქართველოს, როცა მისი გაძლიერების ფუნდამენტურ საფუძველს.,ქართულ განათლებასა და მეცნიერებას, მსოფლიო მასშტაბით აღიარებულსა და დაფასებულს, ასე ხელაღებით, ასე მიზანმიმართულად ანგრევენ. ,რატომ ხდება ეს და ვის სჭირდება ეს. ვის სჭირდება, რომ მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვერბული ქართველი მოსწავლეები, მათდამი განათლებს სამინისტროს აბსოლუტური დაუინტერესობლობისა დ და გულგრილობის გამო ,დღეს მოსკოვის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი სტუდენტები არიან?

ვის სჭირდება,,რომ უნიჭიერესი ქათველი მეცნუიერები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოღვაწეიბენ, და არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სამშობლოს მოახმარონ თავიანთი ნიჭი და ცოდნა? ვის სჭირდება ეს? გვიპასუხეთ პატივცემულო ჩინოვნიკებო!

ამის პაუხს მაიმც ვერ მივიღებთ და ისღა დაგვრჩენია, ქუჩებში, ტრანსპორტში და

ყველგგან გამოვაკრათ პლაკატები პროესორ გრივერ ფარულვას ფორმულით „კანონი კი არ არის ძალა,, ძალა არის კანონი.“

суббота, 14 августа 2010 г.

დალი ქვირია - ინტირვიუ აკადემიკოს ვანო კიღურაძესთან.

„საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს, საკონტროლო გასროლაღა დარჩათ“—„ხვალ შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, შენობა დატოვეთო“-- ეს სიტჯვები ერთი წლის წინ,. 2009 წლის აგვისტოში ჩემთვის მოცემული ინტერვიუდან არის ამოღებული და ისინი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ განყოფილების გამგეს, ბატონ ვანო კიღურაძეს ეკუთვნის სამწუხაროდ, დიდი მეცნიერის ამ წინასწარმეტყველების შესრულებას უკვე შეუდგნენ და მათემატიკის ინსტიტუტს პირველი და მესამე სართულების დაცლას თხოვენ. გავეცნოთ ერთი წლის წინ აღებულ ამ ინტერვიუს.

--ბატონო ვანო, რას იტყვითს საქართველოში ჩატარებული მეცნიერების რეფორმაზე?

დღეს უკვე ნათელია,რომ „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების მიზანი მეცნიერების ამოძირკვა და თავისუფაილი აზრის მქონე პიროვნებების განადგურებაა. მათი ძირითადი სამიზნე ეროვნული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი კერა-მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.

ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის მიერ 2005 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი-„მაცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“,რომლის შემოქმედნიც არიან ქართული მეცნიერების ჯალათი ალექსანდრე ლომაია და მისი დამქაშები--გიგი თევაძე და სხვები, ითვალისწინებდა მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის დაშლას და კლევითი ინსტიტუტების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას,ინსტიტუტებიდან 65 წელზე უფროსი ასაკის მეცნიერების გაძევებას, საბაზო დაფინანსების შეწყვეტას, რაც ერთად აღებული ნიშნავდა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ლიკვიდაციისათვის საფუძვლის მომზადებას

--რა შედეგი მოიტანა მეცნიერთა ბრძოლამ ამ რეფორმის წინააღმდე?.

-- მეცნიერთა მოძრაობის „მეცნიერების გადარჩენისათვის“ და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების(„მემარჯვენეები“) ბრძოლით, პროექტიდან საბაზო დაფინანსების შეწყვეტისა და მეცნიერთა ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ პუნქტები ამოიღეს. ამ სამარცხვინო დადგენილებას (2006 წლიი 16 მარტი) ხელს აწერს ახლანდელი ოპოზიციონერი ზურაბ ნოღაიდელი. დადგენილებით აკადემიის ინსტიტუტებს ჩამოერთვათ უძრავი ქონება (რომელიც ადრე აკადემიისათვის უზურფრუქტის წესით იყო გადაცემული) და დარჩათ მხოლოდ მოძრავი ქონება. ასე რომ, ხვალ, შესალოა ,ვიღცამ მოგთხოვოს , შენობა დატოვეთო და ჩვენ თავდაცვის იურიდიული საფუძველი არ გვექნება .დადგენილების ტექსტი ისე იყო შედგენილი,თითქოს მანამდე არარსებული, ახალი ინსტიტუტები იქმნებოდა. მაგალითად, ხელნაწერთა ინსტიტუტს ხელნაწერთა ცენტრი დაერქვა და მისი სახელწოდებიდან გაქრა ცნობილი მეცნიერისა და ეროვნული მოღვაწის, კორნელი კეკელიძის სახელი, რომელმაც დიდ სამეცნიერო სკოლა შექმნა და ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის შესწავლას. ბოლშევიკებმა მას შვილი დაუხვრიტეს, ნეობოლშევიკებს კი მისი სახელის ამოგლეჯა სურთ მეცნიერებიდან.

---რა მდგომარეობაში არიან დღეს სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტები?

მეცნიერება დახვრიტეს და საკომტროლო გასროლაღა დარჩათ.

სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრო\მელთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ხელისუფლებამ ინსტიტუტების მომავლის საკითხი მიანდო კომისიას, როელსაც ხელმძღვანრლობს აკადემიი ერთ-ერთი გამანგრეველი ფრიდონ თოდუა

კომისიის წევრი კი ამ ნგრევის ერთ-ერთი იდეოლოგი გიგი თევზაძეა. თუ დღეს საქართველოში მეცნიერება არსებობს, ეს რომანტიკოსი ქართველი მეცნიერების დამსახურებაა.

--მათემატიკის ინსტიტუტის მუშაობაზე ხომ არაფერს იტყოდით?

მათემატიკის ინსტიტუტს სამეცნიერო პოზიციები არ დაუთმია. ინსტიტუტის 9 განყოფილებაში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.

--უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი?

ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები იბეჭდება დასავლეთის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და გამომცემლობებში. ინსტიტუტში გამოდის სამი სამეცნიერო ჟურნალი, სამივე ინგლისურენოვანია, იბეჭდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერთა შრომები. ძნელია იმ ქვეყნის დასახელება, რომელთანაც არ გვაქვს სამეცნიერო ურთიერთობა. განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან, რაც გამოიხატება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების შესრულებაში,სალექცო კურსების მიწვევით წაკითხვაში,ს ამეცნიერო ფორუმებში ძირითადი მომხსნებლის რანგით მონაწილეობაში.

--მოხდა თუ არა „ტვინების გადინება ‘ ‘ თქვენი სფეროდან?

თაობა ,რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი 2004 წლის შემდეგ დაამთავრა, დაკარგული თაობაა . სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს წაერთვათ ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ფუნქცია. ასპირანტურა გაუქმდა, დოქტურანტურა ფასიანია და არ დგას სათანადო დონეზე. ამის გამო ახალგაზრდობის ნაწილმა თავს უცხოეთში წასვლით უშველა, ნაწილი კი ჩამოორდა მეცნიერებას. თუ ასე გაგრძელდა ,საქართველოი მეცნიერების ყველა დარგი ჩაკვდება..

--იქნებ დაგვისახელოთ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.

უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული და სამეცნიერო ხარისხებიც აქ აქვთ მოპოვებული. აშშ-ში მოღვაწეობენ: იოსებ გუბელაძე,არჩილ გულისავილი,, ტარიელ კიღურაძე, გია კვერნაძე. ევროპულ უნივრსიტეტებში მოღვაწეობენ პროფესორები როსტომ გეწაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, თეიმურაზ ფირაშვილი,, ევგენი შავგოროდსკი და თეო შარია.. ახალ ზელანდიაში-ესტატე ხმალაძე,, სამხეათ აფრიკაში-გიორგი ჯანელიძე.

---როგორ გესახებათ ქართული მეცნიერების განვითარების მომავალი?

მ.ჯერა,რომ არცთუ შორეულ მომავალში ხელისუფლებაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვლენ, რომლებიც მეცნიერესთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებენ ქართული მეცნიერებისა და განათლების დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანას.

დალი ქვირია.

2009 წლის აგვისტო გაზეთი“ყველა სიახლე“

суббота, 7 августа 2010 г.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ხარისხი ყოველ ათწლეულში ეცემა.

       ქართული ეროვნული ცნობიერების შენარჩუმებასა და მემკვიდრეობით გადაცემაზე უნდა ზრუნაბდეს ოჟახი, სკოლა და საზოგადოება.

   დღევანდელი მასალის თემა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების შეფასებაა. ჩვენ ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატსა და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, მანანა ჭირაქაძეს ვესაუბრებით. ქალბატონი მანანა მუშაობდა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის  რამდენიმე  საშუალო  სკოლაში, უცხო ენათა ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსებზე და   მუდმივად ჰქნდა ურთიერთობა აბიტურიენტებსთან.

     ქალბატონო მანანა ,თქვენი მოღვაწეობის რომელ პერიოში იყო მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების დონე დროის, ეპოქის შესაბამისი?  (ვგულისხმობ პროგრამებს , სახელმძღვანელოებს , მასწავლებლებს,  ხელისუფლებისა და საზოგადოების მიდგომას).

     ეს კითხვა სტრუქტურულად რთულია და მრავალკომპონენტური, რადგან სხვადასხვა საფეხურის სასწავლებელში მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ხარისხი მეოცე საუკუნის სხვადასხვა ათწლეულში განსხვავებული იყო და ამას განაპირობებდა არა მხოლოდ მოცემულ ათწლეულებში გაბატონებული პოლიტიკური კურსი, არამედ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონტინგენტიც: 30-60-იანი წლების მასწავლებელთა (როგორც დაწყებითის, ისე საშუალო სკოლისა და უმაღლესისაც) უპირატესი უმრავლესობა “ძველ სკოლას” ეკუთვნოდა, რომელთაც განათლებაცა და ეროვნული, მოქალაქეობრივი პოზიციაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჰქონდათ, შესაბამისად, სწავლების ხარისხი იყო გაცილებით უკეთესი. რღვევა იწყება 60-იანი წლების დასასრულიდან, როდესაც ეს უფროსი თაობის მასწავლებლები “უკეთეს საქართველოში” გადასახლდნენ და მათი ასპარეზი ახალთაობამ დაიჭირა. მას შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის, როგორც მშობლიურის, სწავლების ხარისხი ყოველ ათწლეულში ეცემა და ახლა ნულს ქვემოთ არის გაყინული. საზოგადოება ამ  სავალალო ვითარებაზე მუდამაც მწვავედ რეაგირებდა, მაგრამ განათლების სამინისტროში ამ დარგის მესვეურებად მუდამ საეჭვო ინტელექტუალური დახვეწილობის მქონე პირები ინიშნებოდნენ, რომლებიც ადგნენ პოზიციას: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. შესაბამისად, სადღეისო ვითარება იმ  წლების “საქმეთა საგმიროთა” ლოგიკური შედეგია.

 კონკრეტულად რა შედეგებამდე მივედით. მაგალითებს ხომ არ დაგვისახელებთ.

 _ ზემოთქმულის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც იკმარებს: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტებზე ახალი ქართული ენა და ქართული ლიტერატურა ერთი და იმავე პროგრამითა და მოცულობით ისწავლებოდა: ენის კურსი მოიცავდა ოთხ სემესტრს, ძვ. ქართ.ული ლიტერატურისა _ ოთხ სემესტრს, ახლისა და უახლესისა აგრეთვე ოთხს. ახლა ენის კურსი მოიცავს რვა სემესტრს, მაგრამ პროგრამა ისეა დაგეგმილი და ისეთი ლექტორები ასწავლიან (ერთადერთი “რელიქტური გადმონაშთი” იყო ქ-ნი ლეილა გეგუჩაძე და ისიც გააძევეს უნივერსიტეტიდან), რომ სახელმწიფო გამოცდაზე გასულ თვით წარჩინებულ სტუდენტსაც კი წინადადების გარჩევა უჭირს,  სხვა თეორიულ საკითხებზე რომ აღარაფერი ითქვას. ეს დიდი სირცხვილია, რადგანაც მათ დიპლომში წერია: “ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი”.   

-თვლით თუ არა, რომ სასკოლო განათლების სისტემაში გასატარებელი იყო ძირეული ცვლილებები?

_ დიახ.

.2004 წელს დაწყებული რეფორმები რამდენად სწორად ჩატარდა და როგორი  იყო რეფორმების მომზადებაში პროფესიონალების ჩართულობის ხარისხი?

 _ ვფიქრობ, ჩემ მიერ ზემოთქმული უკვე პასუხია ამ კითხვაზე. ეს რეფორმა არ დაწყებულა 2004 წელს, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო.

--განათლების  მინისტრმა ლომაიამ, და განათლების სხვა მესვეურებმა--სიმონ ჯანაშიამ და გიგი თევზაძემ  არა ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე  განაცხადეს ინგლისური ენისთვის პრიორიტეტის  მინიჭების შესახებ. ხომ არ განხორციელდა ეს პრაქტიკულად ?

 _  უნდა ვაღიაროთ, რომ ინგლისური ენა თანამედროვე მსოფლიოს ოთხივე კონტინენტის მთავარი საერთაშორისო-საურთიერთო, განათლებისა და მეცნიერების ენაა. ინგლისური ენის გამართულად და წიგნიერად ფლობა უკვე სავალდებულოდ იქცა და ამისაკენ მოწოდება ცუდი არ უნდა იყოს, რათა საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობამ დაუბრკოლებლად შეძლოს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ დარგში. საკითხავია _ პრიორიტეტი რასთან მიმართებით? თუ ქართული ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებასა და მემკვიდრეობით გადაცემას ვიგულისხმებთ, ამაზე უპირველეს ყოვლისა უნდა ზრუნავდეს ოჯახი შემდეგ, რაღა თქმა უნდა, სკოლა და მთელი საზოგადოება. თუ საზოგადოებრივი აზრი ეროვნულ ცნობიერებაზე არ არის ორიენტირებული, ახალგაზრდობას ინგლისურის არცოდნა ვერაფერს უშველის, ის მაინც გ ა დ ა გ ვ ა რ დ ე ბ ა.

--როგორია რეფორმირებულ ქართულ სკოლაში ქართული ენის სწავლების მეთოდიკა ,როგორია სახელმძღვანელოები , როგორია მასწავლებელთა დონე.?

 _ ცუდი.

--რამდენად სწორად მიგაჩნიათ ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის შესაფასებლად ტესტების გამოყენება?

---უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ტესტური გამოცდის უვარგისობის შესახებ ქართულ (მშობლიურ!) ენასა და ლიტერატურაში, შეიძლება ითქვას შემდეგი: მისაღები გამოცდებისათვის შედგენილი ტესტები, თავისი სავარაუდო პასუხებით, ობიექტურად არ და ვერ ასახავს აბიტურიენტის მიერ მოცემული საგნის ცოდნას, რადგანაც ისინი შედგენილია ფორმალური პრინციპით, გულისხმობს რომელიმე კონკრეტული გრამატიკული ნორმის (წესის) დაზეპირებას (მაგალითად, ობიექტური მესამე პირის ნიშნის ხმარება-არხმარებას, ზმნის გარდამავლობის მიხედვით) და არა ამ  წესის შინაარსის ცოდნას. იდეით ივარაუდება, რომ გრამატიკული ნორმის შინაარსი მოსწავლემ  უკვე ისწავლა საშუალო სკოლის პროგრამით, მაგრამ, რეალურად, უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე საშუალო სკოლაში ენის სწავლების დონე კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა და აბიტურიენტი მისაღებ გამოცდას ამ თვალსაზრისით “სტერილური” მიადგება, რომ არა რეპეტიტორი!

მაგრამ რეპეტიტორიც არის და რეპეტიტორიც! თუ რეპეტიტორი განათლებით ენათმეცნიერია, მაშინ აბიტურიენტს აქვს შანსი შეისწავლოს მშობლიური ენის “აზრობრივი” მხარე, მაგრამ, თუ რეპეტიტორი ლიტერატორთა ამქრის წევრია, მაშინ ის მხოლოდ დააზეპირებინებს სწორ პასუხს, რომელიც იქვე, ტესტების “შპარგალკაში”, ანუ, პასუხების ნუსხაში უწერია.

     ლიტერატურის ტესტებზე რას გვეტყოდით?

 არანაკლებ სავალალოა ლიტერატურის ტესტები: აბიტურიენტს მოეთხოვება ლიტერატურულ მიმდინარეობათა, ჟანრების, ლიტერატურული ფორმების, მხატვრული ხერხების სახეობათა ცოდნა. ამ ცოდნას თანამედროვე საშუალო სკოლა ვერ უზრუნველყოფს.  (აბა, როგორ უნდა აუხსნას და გააგებინოს, მით უმეტეს, შეასწავლოს იმ ცოტაოდენი საათების პირობებში, რაც ქართულ ენასა და ლიტერატურას მაღალ კლასებში ეთმობა, მასწავლებელმა ბავშვებს რომანტიზმისა და რეალიზმის, მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის მიმდინარეობათა არსი, რაც მისაღები გამოცდების პროგრამით ევალებათ?) სხვათა შორის, ამისი დრო არც რეპეტიტორს რჩება და ისიც იძულებულია, მხოლოდ დააზეპირებინოს აბიტურიენტს ამ ლიტმცოდნეობითი ტერმინების განმარტებანი.

ვერც თავად ლიტერატურული ტექსტების ცოდნის საფუძვლიანობის შემოწმებას უზრუნველყოფს ტესტები: ის ორიოდე კითხვა, რაც თითოეული მწერლის ერთი რომელიმე ნაწარმოების ნაწყვეტს შეეხება, (მაგალითად, კითხვაზე _ რატომ გადაიცვამდა ხოლმე მეფე გიორგი პირველი მდაბიურად? სავარაუდო სამი პასუხიდან: ა)მოწყენილობის გამო, ბ)გასართობად, გ)ხალხის აზრი რომ გაეგო, “სწორი” პასუხია _ გ ა ს ა რ თ ო ბ ა დ?!!! აბა, ამ პასუხს წესიერი მასწავლებლის აღზრდილი მოსწავლე მოიფიქრებს?) დიახ, ვერც განათლებული რეპეტიტორი... ხოდა, რაღა ცოდნაზეა აქ საუბარი? გვრჩება ისევ და ისევ ფორმალური მიდგომა და დაზეპირების უკვდავი წესი, რაც, ვფიქრობ, უდიდესი შეცდომაა.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მიმართ ამგვარი ფორმალური მიდგომა და აბიტურიენტების „გაწირვა“ პასუხების დაზეპირებისათვის აბრკოლებს მშობლიურ ენაზე აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, მათ უქვეითებს შემოქმედებით პოტენციალს. ეს კი, უკვე დანაშაულია.

ვფიქრობ, მისაღებ გამოცდას არ სჭირდება გრანდიოზული ორგანიზება და ზღაპრული თანხები _  საკმარისია, რომელიმე კათედრის სპეციალისტებმა ჩაატარონ გასაუბრება (10-15 წუთიანი) და მშვენივრად განსაზღვრავენ, ეს აბიტურიენტი მათი სპეციალობისათვის ივარგებს თუ არა (თუ არ ვცდები, ეს იდეა აკად. თ. სანაძეს ეკუთვნის, მაგრამ ჰუმანიტარულ დარგებსაც მოერგება)

 როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სასკოლო განათლების მოქმედი სისტემის და სკოლაში მიღებული ცოდნის დონის მიმართ?

 _ სადღეისო სამარცხვინო ვითარება არის თანამდეროვე “საზოგადოებრივი დაკვეთის” ბრწყინვალე გამოხატულება: უკანასკნელი ოთხი ათწლეულის მანძილზე სწავლისა და ცოდნის მიმართ აგდებულმა, “ჩაწყობაზე” ორიენტირებულმა დამოკიდებულებამ, მისაღები გამოცდების კორუმპირებულობამ ააყვავა საყოველთაო არაპროფესიონალიზმისა და არაკეთილსინდისიერების “ედემის ბაღი”. თანამედროვე ქართულ საზოგადოებას კიდევაც ეხამუშება საქმესთან პროფესიული მიდგომის მკაცრი მოთხოვნა და ცდილობს, შეებრძოლოს მას, თუმცა, საბედნიეროდ, საერთაშორისო კონკურენციის სუსხიანი მოთხოვნები ამის სურვილს მალე დაუკარგავენ.

 --მოცემული სიტუაციიდან გამოსვლის რა გზებს ხედავთ?

_ ვიდრე საზოგადოების ცნობიერებაში საყოველთაოდ არ დამკვიდრდება საქმიანობის ნებისმიერ დარგში პროფესიონალიზმის აუცილებლობის მოთხოვნილება, მანამდე მოცემული სამარცხვინო სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. გავიხსენოთ სულხან-საბას იგავი უფლისულისა და გლეხის ქალის შესახებ: გლეხის ქალმა ცოლობაზე უარი უთხრა  უფლისწულს, მანამ იგი რაიმე ხელობას (პროფესიას) არ დაეუფლებოდა და როგორ გადაარჩინა ამ მოთხოვნამ უფლისწული სიკვდილს!...

პ. ს. ამრიგად , როგორც ქალბატონი მანანას ინტერვიუდან  ჩანს,  ქართული განათლების  სავალალო მდგომარეობის ერთერთი ძირითადი მიზეზი საზოგადოების მიერ პროფესიონალიზმის მიმართ არა სათანადო დამოკიდებულებაა. ისიც ნათელია, რომ თანამედროვე ქართული განათლების სისტემა პროფესიონალების აღზრდას ვერ უზრუნველჰყოფს. მაშ რა გვეშველება?(უკვე ბანალურად ქცეული კიხვაა.? არაუშავს). საქართველოს ჰყავს პროფესიონალები და არც თუ ცოტა. ხოდა ყური მივუგდოთ მათ შეგონებებს, რომლებსაც  არავითარ პოპულარიზაციას არ უწევს არც ჩვენი ტელკევიზია და არც ბეჭდვითი მედია.ეროვნულობა და პროფესიონალიზმი-- მე ასე გავიგე  ქალბატონი მანანას შეგონება.ძვირფასო მკითხველო , მინდა იმედი ვიქონიო, რომ შენც ასე გაიგებ.

 


вторник, 3 августа 2010 г.

კომენტარის გაკეთების ინსტრუქცია

ბლოგში კომენტარის გაკეთების ინსტრუქცია.
ბლოგში ნებისმიერი მასალის ქვემოთ არის წარწერა   Qქომენტ  ან წინ რაიმე რიცხვი უზის ქომენტს (მაპატიეთ,  ყველაფერს ქართული შრიფტით ვწერ).
დავაწკაპუნებთ ამ  ქომენტზე –გამოვა ორი  ჩარჩო. ზედა არის დიდი, ქვედა ვიწრო და გრძელი. ქვედა ჩარჩოს მარჯვენა კუთხეში არის პატარა ისარი. დავაწკაპუნებთ ისარზე. ჩამოიშლება სია. ბოლოში არის ჯერ წარწერა ურლ (ინგლისურად) , რაც ნიშნავს პიროვნების სახელის დასახელებას. თუ მას უნდა კომენტარი იყოს სახელობითი. მის ქვეშ არის წარწერა ანონიმური (ინგლისურად).მკითხველის სურვილის მიხედვით, დავაწკაპუნებთ ამ  ორიდან ერთს და ვიწრო ჩარჩოში ჩაიწერება ან გვარი ან სიტყვა ანონიმური.შემდეგ ქართული შრიფტით ჩავწერთ პირველ ზედა ჩარჩოში კომენტარს, და ქვემოთ დავაჭერთ წარწერაზე “ოტპრავიტ კომენტარიი” (მაპატიეთ შრიფტის შეცვლა არ მაწყობს და ყველაფერს ქართული შრიფტით ვწერ) .მასალის ქვემოთ დაიბეჭდება კომენტარი, მაგრამ შეიძლება პირველ ცდაზე არ მოხდეს ჩაწერა, მოვიცდით ცოტას, თავიდან დავაჭერთ, გამოდის ლათინური ასოებით სიტყვა, ძალიან ადვილი გასარჩევია და მას ჩავწერთ მის ქვემოთ მოთავსებულ პატარა მოგრძო ჩარჩოში და თავიდან დავაჭერთ “ოტპრავიტ კომენტარიი”. Mმასალას ქვემოთ ჩამოწევთ და  ნახავთ, რომ კომენტარი ჩაიწერა.

воскресенье, 1 августа 2010 г.

დალი ქვირია—გაზეთი ‘საქართველო და მსოფლიო”

             სახელმძრვანელოების შერჩევა-დანერგვას ოფიციოზი მართავს.

                   სახელმ ძღვანელოს შემოქმედი გამომცემელია.

            ავთანდილ არაბული:      შემთხვევითი    ავტორის     სახელმძღვანელო`

                  ”ფალსიფიცირებული  წამლის” ტოლფასია.


სასკოლო განათლება უმღლესი სკოლისა და მეცნიერების ფუნდამენტია. ამიტომ ის ნებისმიერი საზოგადოების, მათ შორის ქართული საზოგადოების მუდმივი ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს. როგორია ეს ფუნდამენტი დღევანდელ საქართველოში მსოფლიო სასკოლო განათლების ფონზე—ამ კითხვაზე პასუხს მსოფლიო განათლების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (აშშ. ბოსტონი. 2004წ.) მიერ, ამერიკელთა განსაკუთრებული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ჩატარებული კვლევები იძლევიან. კვლევები მათემატიკასა, ფიზიკასა, ქიმიასა, ბიოლოგიასა და მშობლიურ ენაში ჩატარდა და შედეგები ჩვენთვის სავალალო აღმოჩნდა. `პირველად საქართველოში”, საქართველო აღმოჩნდა ბოლოდან პირველ ჯგუფში ლიბანის, ტაილანდის, თურქეთის, იორდანიის, ირანის, ბახრეინის, ეგვიპტის, სირიის, მაროკოსა და ალჟირის გვერდით. დღეს ჩვენ, სასკოლო სახელმძღვანელოების (მშობლიურ ენაში) გამოცემის მდგომარეობის შესახებ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ავთანდილ არაბულს ვესაუბრებით

ახლახან თქვენ ქართული საზოგადოება სხვა ავტორებთან ერთად `ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონით” გაახარეთ. დიდი დატვირთვის მიუხედავად, როგორია თქვენი მონაწილეობა სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში?

90-იანი წლებიდან დაწყებული, განათლების სამინისტროს დარგობრივ საბჭოში კონცეფციებზე მუშაობისას დავასკვენი, რომ მშობლიური ენის გრამატიკა უნდა იყოს მხოლოდ პრაქტიკული მიზანდასახულობის და ბავშვისათვის ადვილად ასათვისებელი. ამ წლებში გამოცხადებული ალტერნატიული სახელმძღვანელოების კონკურსში ჩემმა წიგნმა `ქართული ენის სამყარო” გაიმარჯვა.. მანამდე ვმუშაობდი ვახტანგ როდონაიას ინიციატივით შექმნილ ჯგუფში მეორე, მესამე, მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების შექმნაზე. ამ ჯგუფმა პირველად განახორციელა დღეს ინტეგრირებად წოდებული იდეა—დაწყებითი სკოლის სახემძღვაელოებში გაუმართლებელია ლიტერატურული ტექსტის და ენობრივი ამოცანების გამიჯვნა.ფაქტობრივად ჩვენ 70-იან წლებამდე არსებულ ტრადიციას დავუბრუნდით.

როდის დაიწყო ქართული ენის სახელმძღვანელოებში არსებითი ცვლილებები?საბჭოთა პერიოდის სახემძღვანელოები ყველა ასპექტით(ტექსტების კორპუსი, მისი თეორიული და მეთოდური უზრუნველყოფა, დამხმარე მასალის მიწოდება, პოლიგრაფია). ჩამორჩებოდა დროის მოთხოვნებს. ახალი სახელმძღვანელოების დანერგვა აქტიურად ხდებოდა მინისტრ ალ. კარტოზიას დროს. სახელმძღვანელოს რეკომენდაციას აძლევდა კორპორაციული დაინტერესებისაგან თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფი და მტკიცდებოდა ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო

.როგორი განათლების სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ცოდნას?

კაცობრიობის არქიტექტურული ცოდნის შედევრს, სიმკვიდრის მიხედვით, პირამიდა წარმოადგენს. მისმა მშენებლობამ უნაკლოდ უნდა გაიაროს ყველა საფეხური, წვეროში პატარა პირამიდის დადგმამდე. დიახ, წვეროში დადგმულ პატარა პირამიდას მკვიდრი და დიდი ფუნდამენტი სჭირდება. განათლების სისტემა პირამიდას შეიძლება შევადაროთ. წვეროს პატარა პირამიდა, ჩვენი აღსაზრდელია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მყარ განათლებას, თუ განათლების სისტემა, საფუძვლიდან თავამდე, მკვიდრად იქნება აგებული.

რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით დღევანდელ საქართველოში?

ჩვენი განათლების სისტემა უფრო ბაბილონის გოდოლის მშენებლობას ჰგავს, ვიდრე პირამიდისას. არ ყოფილა არავითარი კონცეფცია, ანუ ფუნდამენტი. არ ყოფილა გააზრებული ”ცალკეული `მოქმედებების” ადგილი ერთიან სისტემაში. ცვლილებების გზა იყო ცდებისა და შეცდომების მეთოდი, რომელმაც შეცდომების კასკადთან მიგვიყვანა. ერთ დროს, არც თუ სათაკილო ქართული სკოლა, ბრჭყვიალა ფარდის უკან მდგომი, 3—4 წელიწადში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა---. მოშლილი სასკოლო პროცესი, გაქსუებული ბავშვი, ცოდნის, წიგნიერების კატასტროფული კლება.

რა მოხდა? ახალმა სისტემამ ვერ `იმუშავა? 

როდესაც გოგებაშვილის და უზნაძის მშობელი ქვეყანა საგანმანათლებლო გზებს სხვაგან ეძებს, ეს ან `შინაური მღვდლის” ან ”თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო-“—სინდრომს გვაგონებს.

სხვათა გამოცდილება ხომ უნდა გავიზიაროთ?

ჩვენ გულისყურით უნდა ვადევნოთ თვალი მსოფლიო განათლების მიღწევებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი, რომელიც ნოვატორულსაც შეიცავს და ნაყოფიერი განვითარების პოტენციალსაც., რომელიც გამოცდილი და საიმედოა.

ერთმა მშობელმა მითხრა—ჩვენმა შვილებმა სულ გოგებაშვილის წიგნით ხომ არ უნდა ისწავლონო?

დიდი მოძღვრის ანდერძი სწორედ მისი მემკვიდრეობის განვითარებას ითვალისწინებს . გოგებაშვილი საბჭოთა პერიოდშიც ამოიღეს და მის მიხედვით სხვათა მიერ უნიჭოდ გაკეთებული სახელმძრვანელოებით ჩაანაცვლეს. სასიხარულოა, რომ წელს `”იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების” მცდელობით მოხერხდა `დედა ენას” თავისი ადგილი დაებრუნებინა სკოლაში.

ალტერნატიულ სახელმძღვანელოებზე რას იტყვით?

ერთადერთი, რაც ბოლო წლებში კარგი გაკეთდა, ალტერნატიული სახელმძღვანელოების არსებობაა(რაც სახელმძღვანელოების მაღალ ხარისხს არ ნიშნავს ყოველთვის). ალტერნატივა კონკურენციას ნიშნავს, კონკურენცია კი განვითარებას. ალტერნატიული სახელმძღვანელოების გამოჩენამ 90-იანი წლების ბოლოს, სრულიად შეცვალა სპეციალისტთა დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ. თუმცა, მაღალი დონის სახელმძღვანელოთა გვერდით, ისეთი სახელმძღვანელოებიც გვაქვს, რომელთა სკოლაში შეტანა საგანგაშოც კია.

როგორ ხერხდება ეს?

,2003 წლამდე, ალტერნატიულ სახელმძღვანელოთა ვიზირება თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოს იყო მინდობილი და შერჩევა ობიექტურად მიმდინარეობდა. შემდეგ კი, ადრე გამარჯვებული ბევრი სახელმძღვანელო უსამართლოდ იქნა გაძევებული სკოლიდან. ექსპერტთა ჯგუფი ახლა სამინისტროსათან არსებობს და ისეც მომხდარა, რომ ამ ჯგუფის მიერ დაწუნებული სახელმძღვანელოსათვის სამინისტროს მიუცია ვიზა. სპეციალური მექანიზმებით ოფიციოზმა თავად დაიწყო სახელმძღვანელოთა შერჩევა—დანერგვის მართვა. მე რამდენიმე რგოლს დავასახელებ: 1--.გამომცემლობა, და არა ავტორი, აღიჭურვა სახელმძღვანელოს `შემოქმედის” უფლებით. ამან განაპირობა ავტორთა დაკაბალება გამომცემელთა მიერ, მათი განუკითხავი მონოპოლია სახელმძღვანელოთა ბაზარზე, მათი აქტიური ჩარევა არა მარტო კომერციაში, არამედ პოლიტიკურ გარიგებებშიც. 2.-- რეფორმის პერიოდში შექმნილ ტრენერთა ინსტიტუტი, რომელსაც რეფორმისტული სიახლეების მასწავლებლებამდე მიტანის ნაცვლად, ავტორის უფლებით აღიჭურვა. ინტერესთა კონფლიქტი `”ინტერესთა ჰარმონიად” გადაიქცა. ამან დიდწილად განაპირობა გაწაღმართებული სასწავლო პროცესის საბოლოო ამღვრევა. 3.---რესურს-ცენტრები(ყოფილი განათლების განყოფილებები) მათი ფუნქცია მასწავლებლისათვის სახელმძღვანელოს შერჩევაში დახმარებაა. და ისინიც ეხმარებიან—მასწავლებლებს ურჩევენ ხელისუფლების ფავორიტი გამომცემლების(ავტორების) სახელმძღვანელოებს. ამრიგად, ეს რგოლიც მოხერხებულად გამოიყენება პროცესების ზემდგომთა სასარგებლოდ მართვისათვის.მე ვნახე ყვარლის რაიონის სკოლის დაფაზე, უკვე ივლისის თვეში გამოკრული სახელმძღვანელოთა სია, რომელიც რესურს--- ცენტრის მიერ იყო რეკომინდირებული—ასე განაცხადეს იქმყოფებმა. ზარალდება მოსწავლე, ზარალდება მასწავლებელი, რომელიც ვერ ახერხებს სახელმძღვანელოს არჩევას. ზარალდება კვალიფიციური ავტორი. ზოგიეთი ავტორი კი საკუთარ საგანში გამოცდას დამაკმაყოფილებლადაც კი ვერ ჩააბარებს, რომ გამოცადო .გამომცემელთა მომძლავრებით აღზევებული შემთხვევითი ავტორების ქმედებას მე ”`ფალსიფიცირებული წამლების” დამამზადებლების ქმედებას ვუთანაბრებ. .ისინი იღებენ მათივე დონის ავტორთა წიგნებს და იწყებენ გადახატვას. მათ არც კონცეფცია აქვთ, არც თანამედროვე სკოლის მოთხოვნები იციან. ამ ავტორმა მხოლოდ იცის, რომ ”`თუ ქვას არ ისვრის”, სახელმძღვანელოს დაუმტკიცებენ. დანარჩენი საქმოსნობის საქმეა,. რასაც მრავალნაცადი გამომცემელი ახერხებს.

.დაგვისახელეთ ასეთი ავტორის წოგნიდან თუნდაც ერთი კურიოზი, თუ შეიძლება.

ერთი ავტორი, მაგალითად, წერს: მოქმედებითი გვარისაა ზმნა, რომელსაც მოქმედი სუბიექტი აქვს.( წერს). მაგრამ ქართულ ენაში ვნებითი გვარის ზმნების უმრავლესობას მოქმედი სუბიექტი მოეპოვება (ომობს).

შედეგებზე გვესაუბრეთ, თუ შეიძლება

.სკოლა გაპარტახებულია. ბავშვი გაქსუებული და გაუცხოებულია სკოლისაგან. მშობელი რეპეტიტორის ძებნაშია. სკოლაში სიარული ვალდებულებისა და გაჭირვების გამოხატულება გახდა

.როგორ გადაიჭრა ლომაიას მიერ აგიოგრაფიული ლიტერატურის `მკვდარ მწერლობად” გამოცხადების საკითხი?

როცა ძველი ქართული ლიტერატურა და სასულიერო მწერლობა `”მკვდარ მწერლობად” გამოცხადდა, საზოგადოებამ, მასწავლებელთა კორპუსმა, არ მიიღო ისტორიზმის უგულებელყოფა და რეფორმატორებმაც უკან დაიხიეს. თუმცა ეროვნულ-ისტორიული მუხტის შემცირება წელსაც მოხდა, კონკრეტულად კი, ეროვნულ გამოცდების პროგრამიდან ამოღებულია. ალ .ყაზბეგი .რ

რაში ხედავთ გამოსავალს?

გამოსავალი ჩვენშია. .რეფორმის დეფორმირებული მონსტრის პირობებში პრობლემების გადასაწყვეტად სიმართლე და ძლიერი ნებაა საჭირო. ბავშვი უნდა დაუბრუნდეს სკოლას, სკოლა კი ქართველ ერს. სკოლას უნდა დაუბრუნდეს ცოდნის შემოწმების საშუალება—გამოცდები. მასწავლებელი თავისუფალი უნდა გახდეს სახელმძღვანელოს არჩევანში და მას უნდა დაუფასდეს შრომა. მეცნიერება კიდევ ერთხელ უნდა შემობრუნდეს სკოლისაკენ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ყოველივე ეს კი, არსებულ სისტემის პირობებში რამდენად შესაძლებელია, ძნელი სათქმელია.

პ.ს.: ე.ი.. გოგებაშილი დავიბრუნეთ, ყაზბეგი დავკარგეთ. რა იქნება შემდგომ? შემდგომ, სანამ ჩვენი ინტერესები მხოლოდ პოლიტიკით შემოიფარგლება და განათლების ნგრევას საზოგადოება შეგუებულია, იქნება საყოველთაო დაჩლუნგება (ამის ნიშანი ისიც არის, რომ ეროვნულგამოცდებგამოვლილმა ზოგიერთმა პირველკურსელმა გამრავლების ტაბულაც არ იცის წესიერად). გამოფხიზლდით ქართველებო და `”მიეცით ნიჭსა გზა ფართო”, როგორც გრიგოლ ორბელიანი, ბოდიში, რუსთაველი ბრძანებდა. ( აქ  მე, ჩემთვის უჩვეულოდ, ვქილიკობ. მაპატიეთ მეტს `არ ვიზამ”).


დალი ქვირია.