четверг, 9 июня 2011 г.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენ ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით.. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთი ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ. უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ასხვავებენ ურთიერთისგან აფხაზსა და ქართველს. .აფხაზთა მთავრები შარვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ ,არამედ ქართველ თვადებსაც უწოდებდნენ.ართული ენა . აფხაზურთან ერთად მათთვის დედა ენა იყო., ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის.
ცეფხისტყაოსნის კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის ძმობის ხიდად იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს ქართული წარწერა. ბედია და მოქვი , ამბარა, ბიჭვინთა,და მრვალი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა,,ამ ერთობისა.
აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში, ამას მოწმობს აკაკის ‘გამზედელი’ და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობისა .ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურას და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ‘“მთვარის მოტაცებით. “ქართველმა მეცნიერებმა ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში. ქართველმა ისტორიკოსებმა ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, , ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი-- აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში. ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ ჩვენი საერთო სამეფოს გამტკიცებაში და კულტურულ აღმშენებლობაში.
ჩვენ მრავალი იმპერიის შემოსევას გავუძელით,, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა., მაგრამ აი მეცხრამეტე -მეოცე საუკნეში, ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი--რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტან აჩვენ ხალხებს., რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დოდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით., ამიტომ გამოიყენა ყველა იპერიის ნაცადი ხერხი “დივიდე’ ეტ იმპერა“--გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების დასაპირისპირებლად.
. თუმცა ,მიუხედავად ამისა,როგორც ამას აღნიშნავდა თვით ნესტორ ლაკობა,, ცარიზმმაც კი ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებ სშორის შუღლის ჩამოგდება, მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმ აკომუნისტურმა იმპერიამ საუბედუროდ მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვეობით, რაც მისი აზრით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა., რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.
ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენ ენას, კულტურას,, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ მოლაპარაკებების გზით გადაჭრას სადავო საკითხებისას, მაგრმ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისათვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ნერგავს სეპარატისტულ ტენდენციებს,, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტების კანდიდატურები, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ.. ამავე კანონის განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრიც არის.იგი და არც წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა. მიტომაც დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად ჩვენ მივეცით ვადა სხვა კანდიდარტურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტებთან დაკავშირებით. და სურს აფხაზეთში შენარჩუნება დრომოჭმული კომუნისტური სწყობილებისა, მმართველობის კომუნისტურ ისისტემისა., მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკან დატრიალებას. ადრე თუ გვიან , საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატეები.
დღეს მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ. ლიტვაში დ ალატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას, ასე რომ საბჭოთა ტანკების იმედი ნურავის ექნება. მსოფლიო გმობს აგრეთვე ცენტრის მიერ ინტერფრონტებისა და“ ხსნის კომიტეტების“ შექმნის მცდელობა სხალხის მიერ არჩული მთავრობის დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბ აგამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათ ასისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისე დაგმობს მი სსაქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ’ხსნის კომიტეტი“ ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტიურაში ,რომელიც მას მხოლოდ სირცხვილს ადა უბეურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილება 17 მარტის საკავშირო რეფერენდუში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების,რუსების და სხვა ეროვნებების ურთერთდპირისპირებას, ხალხთა შორი სსისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს, ჩვენი ისტორიული მტერბის აგენტებსადა პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს დ ამონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვით მყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქოდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.
გაუმარჯოს ჩვენ ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!
გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშარიტებისა!
სიყვარულით და პატივისცემით ზვიად გამსხურდია
12 მარტი 1991 წელი

суббота, 14 мая 2011 г.

ძვირფასო მკითხველო!

ამასწინათ ჩემთვის უცნობმა მკითხველმა 10 ლარი გადმორიცხა დიდი მადლობა მას. მე ეს ძალიან წამეხმარა.

მისაღები გამოცდების პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნებში მე-18 საუკუნის დონეზეა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად არ არსებობს
როგორი შევსება მიიღო ერთ დროს პრესტიჟულმა ქართულმა უნივერსიტეტმა განათლების რეფორმის შემდეგ?, კონკრეტულად როგორია ფიზიკის სპეციალობით ჩარიცხული პირველკურსელების მომზადების დონე? რა პერსპექტივებია მიოსალოდნელი ასეთი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, რა გამოსავალი არსებობს შექნილი სავალალო მდგომარეობიდან? ამ საკოთხებზე გვესაუბრება ამერიკის ფიზიკური აკადემიის წევრი, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე.
--ბატონო მერაბ, ხომ არ ასწავლით პირველკურსელებს, როგორია მათი მომზადების დონე ფიზიკაში?
მე დამევალა ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტებისათვს წამეკითხა დაწყებითი ზოგადი ფიზიკის კურსი პირველი სემესტრის განმავლობაში. ეს კურსი მოიცავს საშულო სკოლის პროგრამას ფიზიკაში. ამ კურსის წაკითხვის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საქართველოს საშუალო სკოლებში პრაქტიკულად არ ისწავლება საბუნებისმეტყველო საგნები.
--რა გაძლევთ ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს?
ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს მაძლევს, პირველ რიგში ურთიერთობა საშუალო სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. მეორე ფაქტორი არის საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა სფეროში, კერძოდ კი, ფიზიკის დარგში დღეისათვის არსებული სახელმძღვანელოების ძალიან დაბალი დონე. ეს სახელმძღვანელოები ფაქტობრივად მოძველებული რუსული ფიზიკის სახელმძღვანელოების უხარისხო კონსპექტს წარმოადგენენ. ამ ახალი სახელმძღვანელოების შემოსვლამდე არსებული სახელმძღვანელოებიც ფაქტობრივად ნახევრი საუკუნი წინ არის დაწერილი და მათი კონსპექტი მრავალი ფაქტობრივი შეცდომით,, ცხადია, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
-გარდა დასახელებული მიზეზებისა, კიდევ რამ განაპირობა უმაღლეს სასწავლებლებში საშუალო სკოლი ფიზიკის სწავლება?
-სამწუხაროდ განათლების სამინისრტოს მიერ შემუშავებულ ახალ პროგრამაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის,, საბუნებისმეტყველო საგნები ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა ერთ საგნად არის წარმოდგენილი. ამ პროგრამით მიღებული ცოდნის დონე ადრინდელი მერვე კლასის დონეს არ აღემატება. მაგალითად ოპტიკის პტროგრამაში შესულია მხოლოდ გეომეტრიული ოპტიკა, .ელექტრობის შესწავლა მთავრდება ეექტრული დენით. არავინ ისწავლის ფიზიკას ქიმიას და მათემატიკას იმ მოთხოვნაზე მეტად, რასაც მისაღები გამოცდების პროგრამა ითვალისწინებს .სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ იძულებულნი პირველკურსელებს მივცეთ ის აუცილებელი საბაზისო ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესის ნორმალური წარმართვისათვის შემდგომში.
--რამდენად დადსატურდა თქვენი ვარაუდი პირველკურსელთა ცოდნის დონის თაობაზე?
ამას გვიჩვენებს იანვრის სესიების შედეგები,რომელიც კონკრეტულად ასე გამოიყურება.: შეფასება ფრიადი მიიღო სტუდენტთა 5-მა, კარგი -13-მა, საშუალო-13-მა, დამაკმაყოფილებელი-13-მა და არადამაკმაყოფილებელი -51-მა პროცენტმა. ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ ფიზიკის ფაკულტეტიზე ნომალური სწავლის იმედს იძლევა სტუდენტთა მხოლოდ , 20%-ი, .51%-ს კი საერთოდ არ აქვს დამახსოვრების უნარი , რაც ერთხელ კიდევ მიუჳთებს საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესის დაბალ დონეზე.
--თუ შეგხვედრიათ გამოცდების დროს ისეთი პასუხები, რომელიც არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება?
გამოცდების მიღების ჩემი მეთოდი ასეთია: ვაძლევდი ბილეთს, 3-4 საათს მოსაფიქრებლად,და სახელმძღვანელოთი სარგებლობის საშუალებას.. როგორც უკვე გითხარით, 51% -ი სახელმძღვანელოთი სარგებლობის შემდეგაც კი ვერ იძლევა ვერავითარ პასუხს. მე მოვისმინე ბევრი გულსატკენი პასუხი. მაგალითად, ერთი სტუდენტი ნიუტონის კანონს ასე განმარტავს: მოძრაობა იწვევს უკუქმედებას .იყო ასეთი პასუხები :ჯოული არის მანძილის ერთეული, ძალის ერთეული არის მასა, .ფოტონის სიხშირე არის სინათლის სიჩქარე, ენერგია არის ის, რაც გვაძლევს სიმძლავრეს. და მრავალი სხვა კურიოზული პასუხი. ამ მოსწავლეებმა ხომ სკოლის ატესტატი მიიღეს,, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რა დაბალ დონეზეა სწავლება სკოლაში
--წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე სამი საბუნებისმეტყველო საგნის გაერთიანება რა შედეგს მოგვცემს.?
ეს ფაქტი ნაკლებად შეცვლის სიტუაციას. პროგრამა სამივე საგანში არის მე-18 საუკუნის ცოდნის დონეზე.
ასეთი დაბალი დონის პროგრამები სკოლებში განაპირობებს როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა ცოდნის დაბალ დონეს.
--რა ტენდენციებს ხედავთ ყოველივე ამაში და ვისგან მოდის ყოველივე?
სამ წუხაროდ ყოველივე ეს განპირობებულია სათანადო სახელმწიფო პოლიტიკით.. სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა უზრუნველყოფს მხოლოდ დაწყებით განათლებას. ასეთი გზა სახელმწიფოს დაუსახა 1992 წელს შევარდნაძის მიერ ხელმოწერილმა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა დადგენილებამ,, საქართველოსათვის განვითებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ .განვითებად ქვეყანაში კი ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს მხოლოდ დაწყებითი განათლება (6 კლასი) წინა ხელისუფლება დაადგა ასეთ გზას,ახალმა ხელისუფლებამ განაგრძო და ბოლომდე მიიტანა განათლების დასამარება საქართველოში . .
--როგორ არის მაგისტრატურის დაფინანსების საქმე უმაღლეს სასწავლებლებში?
სახელმწიფო არ აფინანსებს მაგისტრტურას და ასპირნტურას უნივერსიტეტებში.. ბაკალავრიატს აფინანსებს ნაწილობრივ. ასეთ ვითარებაში, ბაკალავრიატ დამთავრებული არ ნიშნავს უმაღლესდამთავრებულს..ასეთი ცოდნა ადრინდელი ტექნიკუმდამთავრებულის ცოდნას შეესაბამება.
-- ასეთი შემაძრწუნებელი საუბრის შემდეგ, ლოგიკურია, გკითხოთ ,რამდენად აკმაყოფილებსთ ბილისის სახელმწუიფო უნივერსიტეტი დღევანდელი სტანდარტების მოთხოვნებს?
თბილისის სახელ,წიფო უნივერსიტეტი არ არსებობს და სტუდენტებს მხოლოდ ატყუებენ, რომ ისინი უნივერსიტეტში სწვლობენ.-
--რაში ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს?
--თუ სახელმწიფომ იპოვნა შესაძლებლობადა საზოგადოებრივ ტელევიზიას გამოუყო 30 მილიონი ლარი, ის ვალდებულია უნივესიტეტსაც თუნდაც იგივე რაოდენობა გამოუყოს.და თუ აუცილებელია,,ამისათვის, უნივერსიტეტი საზოგადოებრივი გახდეს, არც ეს არის დიდი ცოდვა.. ახალმა მთავრობამ უნდ აგააუქმოს დადგენილება საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსის შესახებ და ყველა ღონე იხმაროს, ქართული განათლების, , მეცნიერებისა და კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებიათვის.. წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენ უახლოეს წლებში ამ სფეროშიც განვითარებად ქვეყნად გადავიქცევით და დავკარგავთ იმას,რაც ჩვენმა წინაპრებმა გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოიტანეს.
დალი ქვირია საქართველ;ოს რესპუბლიკა 2006 წელი.14 მარტი
P.S.--ასეთი იყო მდგომარეობა რეფორმების შემდე. მას შემდეგ სასკოლო პროგრამები, რაც მთავარია სახელმწიფო პოლიტიკა განათლების სფეროში კარდინალურად არ შეცვლილა თუმცა მე დღევანდელი მდგომარეობის შესახებაც შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია. ახალი რაც მე უნივერსიტეტის ადმინისტრციის ეთერთმა მაღალჩინოსანმა მომაწოდა-- ის არის, რომ წელს ფიზიკის განხრაზე კონკურსი დიდია და ერთ ადგილზე 5 კაცი მოდის. ეს არ არის ცუდი, მაგრამ რა ცოდნა აქვთ მიღებული ამ აბიტურიენტებს ( რსაკვირველია იგივე, რაც წინა წლებში. ეს ერთი, მეორე-- უნივერსიტეტში ჩატარებული უკანონო კონკურსების შემდეგ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები ვერ მოისმენენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერების-- მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონების ავტორის აკადემოკოს თენგიზ სანაძის, მსოფლიოს მიერ აღიარებული მათემატიკოსის აკადემიკოს ვანო კიღურაძის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ლერი ქურდაძის, პროფესორ ჯემალ მებონიას . და სხვათა ლექციებს,(რასაც მე დანაშაულად შევაფასებდი) რომელთაც პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსებში, რომელიც ჩატარდა მათ მიერვე მიღებული კანონის უხეში დარღვევით. მაგ. იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების სამინისტროს მიერ დანიშნულმა საკონკუესო კომისიის (ის კანონის მიხედვით აკადემიურ საბჭოს უნდა აერჩია,რომელიც იმ პერიოდში არც არსებობდა) , 13 -მა წევრმა თავისთავი აირჩია მათ შორის იყო გია ხუბუაც. რაც შეეხება დიდ კონკურსს ფიზიკის განხრაზე , ეს გამოიწვია აბიტურიენტების დაინტერესებამ სასწავლო გრანტების გაზრდით,. რის შესახებაც ინფორმაციაც შევეცდები გავრკვიო ამ ქვეყანაში ,სადაც ყველაფერი იმპულსურად წყდება.
14 მაისი 2011 წელი დალი ქვირია.

воскресенье, 17 апреля 2011 г.

ასეთი შეტევა ქართლ ენაზე 1918 წლიდან არ ყოფილა

ძალიან გთხოვთ დიდი ყურადღებით წაიკითხეთ, ქართული ენის ხათრით
ახლა გაგაცნობთ ინტრვიუს უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ყოფილ გამგესთან პროფესორ გიორგი გოგოლაშვილთან. მანამდე კი მინდა --1990 წლის ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდი გაგახსენოთ. არსებობდა საარჩენო კანონის სამი ვერსია. სამივე იყო გამოქვეყნებული პრესაში და მიმდინარეობდა საყოველთაო-სახალხო განხილვა. ეს კომუნისტების დროს ხდებოდა. როდესაც ‘უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის პროექტი ინტერნეტში გამოქვეყნდა, მაშინ ‘“რეზონანსში’“ ვმუშაობდი, მივედი მინისტრ ლომაიასთან და ვთხოვე ბეჭდვითი ვარიანტი. რად გინდათ, იტერნეტში ხომ არისო.-ინტერნეტში თქვენ შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ და ჩვენ საბოლოო ვარინტი გვჭირდება მეთქი. არ შევიტანთო და არ მომცა. მერე ჩვენ გავაკეთეთ ოფიცილური მიმართვა რედაქციის სახელით, რომ ვალდებულნი არიან მოგვცენ, როგორც საჯარო ინფორმაცია, დაგვიანებით მოგვცეს.და .ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ხოლო როდესაც დაიწყო პარლამენტის განათლების კომიტეტში პროექტის განხილვა, როგორც აკადემიის წევრმა ანზორ ხელაშვილმა და პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა მითხრეს, იქ მეცნიერებს არ გვისმენდნენ და ჩვენ წამოვედითო. ასე რომ ეს კანონი მიღებულ იქნა მეცნიერთა გარეშე.
ახლა ინტერვიუზე გადავიდეთ.
ასეთი შეტევა ქართულ ენაზე 1918 წლიდან არ ყოფილა
დალი ქვირია--როგორ მდგომარეობაშია ქართული სამეტყველო ენა,,რა დონეზეა მედიის ენა? ამ საკითხში რომ ყველანი ვცოდავთ, ფაქტია. ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცულობის ხარისხიც რომ არ არის სანუგეშო ეს განათლების ახალი კანონპროექტიდანაც ჩანს. ამ საკითხებზე ბატონ გიორგის ვესაუბრე.
ბოლო დროს გამართულ დებატებში გაიჟღერა ქართულ ენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების საკითხმა. რას გვეტყვით ამის შესახებ?
გიორგი გოგოლაშვილი:--ზოგადი სურათი ასეთია--გაუქმდა ქართული ენის სახელმწიფო კომისია, რომელიც პრეზიდენტთნ არსებობდა და რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა., მოხდა ენის სახელმწიფო პალატის ლიკვიდაცია. და როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების კანონებში კითხვის ნიშის ქვეშ დგას, ქართული ენის,როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი საგანმანათლებლო სისტემაში.სკოლებში შეცირდა ქართული ენის სწავლების საათები. სურათი საკმაოდ მძიმეა.
განათლების მინისტრმა მოსვლისთანავე განაცხადა, რომ განათლების სისტემა ივლის ილიას და იაკობ გოგებაშვილის გზით და ამას დაუმატა, რომ პრიორიტეტი ინგლისურ ენას და კომპიუტერიზაციას ექნება, ე.ი. უცხო ენას ექნება პრიორიტეტი მშობლიურ ენასთან შედარებით.
ზოგადი განათლების კანონში წერია, რომ სწალების ენა არის ქართული, მაგამ თუ რომელიმე მოსწავლემ, რომლისთვისაც ქართული არ არის მშობლიური, მოითხოვა სწავლება მისთვის მშობლიურ ენაზე, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ეს მოთხოვნა. და ეს უნდა მოხდეს ქართულ სკოლებშიც. ამით არაქართული ენა თავისი უფლებებით უთანაბრდება ქართულ ენას. რომელიც კანონისავე ენით არის სწავლების ენა, კონსტიტუციით კი სახელმწიფო ენა. ასეთივე უფლებები აქვს უცხო, არაქართულ ენებს, უმაღლესი განათლების შესახებ კანინითაც.აქაც სწავლების ენად აღიარებულია ქართლი ენა,მაგამ თუ საგანმანათლბლო პროგრამა ითვალისწინებს სხვა არაქართულ ენაზე სწავლებას, კანონი ამას უზრუნველყოფს. საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელი ადგენს და მისი და სტუდენტების სურვილის შემთხვევაში, ქართულ ენას უთანაბრდება სხვა ენა. სადღაა აქ ქართულის, როგორც სახელმწიფო სტატუსის მქონე ენის პრიორიტეტი?
ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. მშობლების ნაწილისათვის დღეს მოდურია ბავშვების მიყვნა ინგლისურ საბავშვო ბაღში. შემდეგ თუ ასეთი ბავშვი უმაღლეს სკოლაში ყველა საგნის სწავლებას ინგლისურ ენაზე მოითხოვს, კანონი ამას უზრუნველყოფს. ეს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქართული ენისათვის.
დ.ქ.:--რა ფუნქციები ჰქონდა ენის სახელმწიფო კომისიას და როგორ სრულდებოდა ეს ფუნქციები?
გ.გ.:--ეს კომისია საბჭოთა პერიოდში არსებობდა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო,რომ იმ პერიოდში ქართულ ენაზე ზრუნვა უფრო იგრძნობოდ,ა ვიდრე დღეს.
კომუნისტების დროს საქართველოში არსებობდა სალიტერატურო ქართული ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია. რომელსაც თავმჯდომარეობდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. კომუნისტების მმართველობის შეწყვეტის შედეგ \ეს კომისია
არ ფუნქციონირებს. ხოლო 1995 წელს პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა ქართული ენის სახელმწიფო კომისია, რომლის თავჯდომარეც პრეზიდენტი იყო. ეს საზოგადოების ძალისხმევით მოხდა. შემუშავდა კომისიის დებულება, რომლის მიხედვითაც მას ორი ფუნქცია ჰქნდა.ერთი იყო ენის სახელმწიფო პოლიტიკი ს წარმართვა და მასზე ზრუნვა, მეორე კი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენა.
დ.ქ.:--ვინ იყვნენ ამ კომისიის წევრები?
გ.გ.:--წევვრები იყვნენ ენათმეცნიერები, მწერლები, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრები,, სხვადსხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.კომისიაზე ხდებოდა ენის კანონის წინასწარი განხილვა. ის ენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტრატეგიულ გადწყვეტილებას იღებდა.
დ.ქ.:--რამდენად ეფექტური იყო კომისიის მუშაობა?
გ.გ.:--კომისია არ ფუნქციონირებდა ისე, როგორც ეს საჭირო იყო და ის ხშირად, ნაცვლად 2 თვისა, წელიწადში ერთხელ, ენის დღის წინ იკრიბებოდა, მაგრამ რაღაც მცდელობები მაინც იყო.. კომოსიამ შეიმუშავა ქართული ენის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ქართლი ენის განმარტებითი ლექსიკონის ხელახალ გამოცემას, რისთვისაც პრეზიდენტს თანხები უნდა მოეძებნა, მაგრამ ეს არ მოხდა.
დ.ქ.:--თქვენ რას იტყვით ამ კომისიის საერთოდ გაუქმების ნაცვლდ, არ შეიძლებოდა მისი ამოქმედება?
გ.გ.:--დღეს, როდესაც ჩვენი ბაზარი წალეკა ყვითელმა თუ სხვა ფერს პრესამ, როდესაც სამეტყველო ენის კულტურა ძალიან დაბალია, ასეთი კომისიის არსებობა აუცილებელია,მაგრამ ის უნდა იყოს ქმედუნარიანი და არა ისეთი, როგორიც წინათ იყო. .დღეს,როდესაც ქრთულ ლექსიკაში ასე განუკითხავად მკვიდრდება უცხოური სიტყვები, როდესაც ასეთი ძლიერი შემოტევაა მასზე, კომისიის გაუქმება ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ შექმნის. მახსენდება შემთხვევები, როდესაც ერთი ტერმინის გამო ხშირად რამდენიმე სხდომა იმართებოდა.
დ.ქ.:-პრეზიდენტი ასეთი კომისიის სახემძღვანელოდ, ალბათ ვერც მოიცლის.
გ.გ.:--ინგლისში არსებობს, ინგისურად მოლაპარაკეთა კავშირი“, რომლის ხელლმძღვანელიც არის ინგლისის დედოფალი, მოადგილე კი ერთ-ერთი ლორდი. არც დედოფალი და არც ლორდი კავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობენ, მაგრამ მათი სახელი პრესტიჟისათვის არის საჭირო.. ჩვენთან უნდა იყოს ასეთი კომისია პრეზიდენტთან, ხოლო ყოველდღიური საქმიანობისათვის სხვა ხალხი გამოჩნდება.
დ.ქ. :--ენის სახელწიფო პალატის გაუქმებაზე რას იტყვით?
გ.გ.:--საზოგადოებაში საუბრობენ, რომ მინისტრს არ სურდა ღვინჯილიასთან მუშაობა, ღვინჯილია არ წავიდა და მინისტრმა გააუქმა პალატა.ღვინჯილიას ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ენის პალატის არსებობა აუცილებელია.
დ.ქ.:--რა ფუნქცია ქონდა პალატას?
გ.გ.:--პრეზიდენტთან არსებული ენის კომისიის მიერ შემუშავებული ენობრივი პოლიტიკა პალატას უნდა გაეტარებინა.მას ყველა რეგიონში ჰყავდა წარმომადგენლები..სალიტერატურო ენის ფუნქცონირება,, მისი ნორმების დაცვა, რეკლამების საკითხი, არაქართული მოსახლეობისათვის ქართული ენის სწავლება.. შეიძლება ვერ შევაფასოთ პალატის მუშაობა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ პალატამ შეიმუშავა ენის კანონი, რომელიც პრეზიდენტის კომისიამ განიხილა, შემდეგ ის პარლამენტში შევიდა, მაგრამ კანონი ზოგიერთი მიუღებელი პუნქტის გამო შეჩერდა.
დ.ქ.---ენის სხელმწიფო პალტის ნაცლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო ენის .ვის დაქვემდებარებაში იქნება ის?
გ.გ.:--მე ვთვლი, რომ ის უნდა იყოს პრეზიდენტის ან პარლამენტის დაქვემდებარებაში. მაგრამ ის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, რაც გამოიწვევს პალატის ფუნქციის დაკნინებას. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პალატას მხოლოდ სამინისტროს შიგნით შეეძლება სიტუაციის გაკონტროლება. მის გარეთ კი არა. მეორე მხარე ამ საკითხისა ის არის, რომ ძველად იყო ენის სახელმწიფო პალატა და მას მარტო სახელმწიფო ენის პრობლემები კი არ ეხებოდა, არამედ საერთოდ ენობრივი და მათ შორის არაქართული ენების პრობლემებიც. ახალ ვარიანტში კომისიას სახელმწიფო ენის პალატა ეწოდა. ანუ მას მხოლოდ სახელმწიფო ქართული ენა ეხება. თუ ეს იმისათვის გაკეთდა, რომ არაქართველებს ქართული ასწავლონ, ამისათვის კომისიის შექმნა არ იყო აუცილებელი, რადგანაც სწავლება ყოველთვის იყო და დღესაც უნდა იყოს სამინისტროს ფუნქცია.
დ.დ.:--დასკვნა როგორი იქნება, როგორია ენისადმი დამოკიდებულება ახალ ხელმძღვანელობაში?
დ.დ.:--მე ვიმეორებ--ენის სახელმწიფო კომისია გაუქმდა, ენის სახ. პალატის ლიკვიდაცია მოხდა, განათლების კანონებში ქართული ენის გვერდით სხვა ენებს ისეთივე ფუნქციები ენიჭება, როგორიც ქართულს.ისმება კითხვა? საით მიდის საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის საქმე?. თუ ენობრივი პოლიტიკა ქვეყანაში მოწესრიგდება, ენაც გადარჩება და ქვეყანაც. ხომ გახსოვთ,მე19-ე საუკუნეში ეროვნული მოძრაობა სწორედ ენისათვის ბრძოლით დაიწყო.ილიასეულ ტრეადაში“მამული, ენა, სარწმუნოება“, ენა მეორე ადგილზეა ილია ხომ ამბობდა, ჩვენი ენის მიწასთან გასწორება მშობელ მამასაც არ უნდა დავანებოთო,იაკობ გოგებაშვილს კი ეროვნულობის სამ ბურჯად „მამული ენა და სკოლა“ მიაჩნდა. სამინისტროს ხელმძღვანელობა გვარწმუნებს ილიას და იაკობის გზით მივდივართო, როცა სკოლაში ქართული ენის სწავლებას ძირი ეთხრება, ამას ილიას და იაკობის გზას ვერ დავარქნმევთ.
ამ საკითხში კომუნისტები უფრო მეტს ფიქრობდნენ.და ხელსაც გვიწყობდნენ.1988 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ბესარიონ ჯორბენაძის ინიციატივით შემუშავდა ქართული ენის სახემწიფო პროგრამა მთავრობის დონეზე
საკითხის ისტორია ასეთია: ჯორბენაძემ წერილით მიმართა ცკ-ს მდივანს ((ჯ პატიაშვილს), რომელშიც ის ეროვნული პრობლემების შემუშავების აუციებლობას ამტკიცებდა. ჩვენ შევიმუშავეთ ქართული ენის სახ. პროგრამა ამას საქართველოს ისტორიის პროგრამის შემუშავებაც მოჰყვა.როგრამები ცენტრლურ გაზეთებში გამოქვეყნდა და დაიწყო საყოველთაო. განხილვა. რომელიც 9 თვე გრძელდებოდა (ახლა?დ.ქ.).თითქმის ყოველდღე ქვეყნდებოდა მოსაზრებები ამ პროგრამების შესახებ.დიახ ეს იყო 1988 წელს. დღეს კი განათლების სამინისტროს, რომლის წარმომადგენლებიც ყოველდღე გამჭვირვალობაზე საუბრობენ,, კანონები პრესაში არც გამოუქვეყებია.
დ.ქ.:--თქენი პროგრამის ძირითდი პრინციპები რაში გამოიხატებოდა?
გ.გ.:-პროგრამა სამი ძირითადი ასპექტი ჰქონდა-უნდა გამოცემულიყო ქართული ენის მრავალტომეული. ყველა კუთხით უნდა მომხდარიყო ქართული ენის შესწავლა--იგულისხმება მისი ისტორია, გრამატიკა და სხვა. ეს ენათმეცნიერების ინსტიტუტს დაევალა. უნდა შემუშავებულიყო მეთოდიკა და და გამოცემულიყო სახელმძღვანელოები, რომლებითაც მოხდებოდა ქართული ენის შესწავლა არაქართველთა მიერ. ამ პროგრამის შემსრულებლები და მაკონტროლებლები იყვნენ მეცნიერებათა აკადემია, განათლების სამინისტრო ,უნივერსიტეტი, საკითხების მიხედვით სხვადასხვა სამინსტროები .მისი ამოქმედების შედეგ დაიწყო იტენსიური მუშაობა მის შესასრულებლად. პროგრამაში დოკუმეტების გაქართულებაც შედიოდა და ენათმეცნიერების ისტიტუტის (იმჟამად იქ ვმუშაობდი) ტერმინოლოგიისა და მეტყველების განყოფილება ,ვეღარ აუდიოდა დოკუმენტაციის გაქართულების სამუშაოს.
დ.ქ.:--თქვენ რაღაც უჩვეულო სიტუაციას გვიხატავთ.
გ.გ.:-- დღეს ეს უჩვეულოდ გვეჩვენება, მაშინ კი საწარმოო-დაწესებულებებიდან მოდიოდნენ და გვთხოვდნენ ქართული ენის პედაგოგების გაგზავნას, ვინაიდან ყველგან იქმნებოდა ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფები.. ასეთი აღმავლობა იყო მაშინ ქართული ენის დაცვის, სწავლებისა თუ შესწავლის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ფორამციის შეცვლის შედეგპროგრამა შეწყდა.მას შემდეგ გვქონდა მისი აღდგენის ცდები, მაგრამ 1994- 95 წლებში ფინანსური პრობლემების გამო აღდგენა ვერ მოხერხდა.
საერთოდ სახელწიფო ენის კეთილდღეობისათვის სახელმწიფომ თანხა არ უნდა დაინანოს..არ არის სწორი საუბარი იმაზე,რომ ეს პროგრამა კომუნისტების დროინდელია.--ეს არაპროფესინალური მიდგოამაა .ქართულ ენაზე ზრუნვა არ შეიძლება იყოს რომელიმე მთავრობის პრეროგატივა. ეს ზრუნვა ნებისმიერი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად საქმეს უნდა წარმოადგენდეს.
დ.დ.:--როგორია დასკვნა ქართული ენის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ?
გ.გ.:--სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე- 20-ე საუკუნეში, 1918 წლიდან მოყოლებული ასეთი შეტევა ქართულ ენაზე, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა. 1978 წელი ცალკე უნდა გამოიყოს . როდესაც საკავშირო მთავრობის დირექტივით უნდოდათ ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის წართმევა, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ.
დ.დ.:-განათლების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა--:ჩვენ საბჭოთას ვებრძვით, ჩვენი ოპონენტები კი საბჭოთას და ეროვნულს აიგივებენ და ჩვენ ეროვნულთან ბრძოლაში გვდებენ ბრალს. ეს ვერდიქტი ოპონენტ პოლიტიკოსებს გამოუტანეს .იგივეს თქვეზეც ხომ არ იტყვიან?
გ.გ.:--კომუნისტები მეტს აკეთებდნენ და მეტს ზრუნავდნენ -ამის თქმა ხომ საართლინობის პრინციპის ერთგულების აღმნიშვნელია. სამართლიანობა კი დემოკრატიისათვის, როგორც, ცნობილია,მიუღებელ პრინციპს არ წარმოადგენს. დღევადელ დღეს სულ უნდა გვეშინოდეს იმ ფაქტების მოგონება, რომლებიც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობას ემსახურებოდა.
დ.დ.:--როგორი ქართულით საუბრობს დღევანდელი ქართველი?
გ.გ.:--ერთ ერთ პარლამენტის სხდომაზე პროფესორმა თენგიზ ბუაჩიძემ დეპუტატებს მიმართა-„ხალხნო, არ გრცხვენიათ, როგორი ქართულით ელაპარაკებით მოსახლეობასო“: პასუხად მიიღო“რა დროს ქრთული ენააო“
მეორე მაგალითი--სატელევიზიო არხზე მაყურებელმა დარეკა და ჟურნალისტებს შენიშვნა მისცა „რა ენით მიმართავთ მაყურებელსო?“პასუხი ასეთი იყო-“ჩვენი ენა უფრო კარგად ესმის მაყურებელს, ვიდრე ის დახვეწილი ქართულიო“
დ.ქ.:-ხომ არ ფიქრობთ,რომ უცხო ენის შესწავლისადმი გულგრილობას დაგწამებენ?
გ.გ.:--ვინც საქართველოს ისტორია იცის, ისიც კარგად უწყის, რა ბრწყინვალედ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა უცხო ენები და რა ბრწყინვალე თარგმანები დაგვიტოვეს. უცხო ენების ცოდნა დღესაც აუცილებელია და დიდი სიმდიდრეც არის ადამიანისათვის.დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ სხვანაირად ვერც ვიპოვნით ჩვენს ადგილს.

четверг, 31 марта 2011 г.

დალი ქვირია--საქართელო უპირველეს ყოვლისა

საქართველო უპირველეს ყოვლისა
ეროვნულ მოძრაობაში სამეცნიერო ინსტიტუტიდან მოვედი. მინდოდა ჩემი, თუნდაც უმცირესი წვლილი შემეტანა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.1989 წლიდან „საქართველოს ინფორმაციის პირველ დამოუკიდებელ სააგენტო „მაცნეში“ დავიწყე მუშაობა ჟურნალისტად. ზვიად გამსახურდიას მანამდე მხოლოდ დისიდენტური ლიტერატურით ვიცნობდი. როგორც ჟურნალისტს, ყოველდღიურად მიხდებოდა ინფორმაციის მოპოვება საქართველოსა და სხვა რესპუბლილების ოპოზიციურ მოძრაობათა შესახებ. თბილისში მიტინგბი, პიკეტები, პარტიათა კონფერენციები და სხვა აქციები ყოველდღიურად იმართებოდა. მეც ჩემი ჟურნალისტური ჩანთითა და დიქტოფონით შეიარაღბული გავიკვლევდი გზას ორატორისაკენ , ჩავრთავდი დიქტოფონს და ვიწერდი. ასე აქციის ბოლომდე. მასალის დასამუშავებლად მხოლოდ ღამეები მრჩებოდა. ერთხელ თვალში უცხო ნაწილაკი ჩამივარდა (ქუჩაში). ექიმთან შუაღამისას წამიყვანეს, უშველებელი ნემსი გამიკეთეს და მხედველობის დაკარგვის შიშით სახლიდან გამოსვლა ამიკრძალეს.
იმავე საღამოს ახვეული თვალით შვილთან ერთად მიტინგზე აღმოვჩნდი. შვილმა მითხრა,რომ ბატონმა ზვიადმა გაოცებული მზერა რამდენჯერმე მოგაპყროო. მე მგონი, იმ დღეს საბოლოოდ დამაფიქსირა თავის მეხსიერებაში. ასე იყო თუ ისე, 1990 წლის მაისში, როდესაც „მრგვალი მაგიდა“ შეიქმნა, ‘“მაცნეს“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბახტაძემ გადმომცა--: ბატონი ზვიადი "მრგვალი მაგიდის“ პრეს მდივნობას გთავაზობს და შენ რას იტყვიო. თანხმობას რომ მეკითხებოდა, არ გამკვირვებია, რადგანაც ეს დიდი ნდობის გამოცხადებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობდა და შეიცავდა კითხვას-შევძლებ? იმ ხანად პოლიტიკურ ინფორმაციაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო. ეროვნული მოძრაობა არ იყო ერთიანი. კომუნისტები თავიანთ პოსტებზე ისხდნენ. ერთი დაუფიქრებელი, ორაზროვანი სიტყვა კრიტიკის ან უთნხმოების ჩამოგდების მიზეზიც შეიძლება გამხდარიყო. ეს ყოველივე გავიაზრე და გადაწყვეტილება მივიღე-უნდა შევძლო. პირველ შეხვედრაზე აფორიაქებუკი მივედი. შემდეგ ველოდი, რომ ჩემ პირველ ინფორმაციას ბატონი ზვიადი გამოქვეყნებამდე წაიკიხავდა. მაგრამ ასე არ მოხდა.ბატონ ზვიადს მოსწავლის მდგომარეობაში არ ჩავუყენებივარ. არ შეუმოწმებია არც პირველად, არც შემდეგში.
შეხვედრა შეხვედრას მოსდევდა, და ‘მრგვალი მაგიდის“ მატიანეც იწერებოდა (ქვეყნდებოდა). ასე რომ ბატონ ზვიადთან მუშაობა პირველად’მრგვალ მაგიდაში“დავიწყე. ‘მრგვალი მაგიდის“ მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასთან თითქმის ყოველდღიური საქმიანი ურთუიერთობა მაკავშირებდა. პირველი შთაბეჭდილება, რომელიც, ალბათ, ყოველ ადამიანს მისი გაცნობისას შეექმნებოდა, ეს იყო ნამდვილად ხაზგასასმელი და სამაგალითო აღზრდა, ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა. შისთვის არ არსებობდა ადამიანების ცენზის მიხედვით დაყოფა.ის პატივს სცემდა ადამიანის ღირსებას, პატივს სცემდა ადამიანს. ამასთნ დაკავშირებით ერთი ფაქტი მაგონდება. არჩევნებისათვის მზადების წინა პერიოდში ეწყობოდა ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები საარჩევნო კანონის ამა თუ იმ მუხლზე შეთანხმების მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრიდან ბატონი ზვიადი საშინლად აღელვებული დაბრუმდა და გვიამბო, რომ ხელსუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა (გვარს არ ვასახელებ) კანონზე საქმიანი საუბრისას საკუთარი დედა ისეთ კონტექსტში მოიხსენია, რომ ‘მე შემრცხვა და შეხვედრა ამივატოვეო" სხვისი უღირსი საქციელისაც კი შერცხვა და მასთან ურთიერთობის გაგრძელება ვერ შეძლო იმ მომენტში.ასეთი იყო ბატონი ზვიადი.დავალების მოცემის ფორმასაც კი, თხოვნის სახე ჰქონდა და არა ბრძანების.ერთხელ მიტინგზე ვიყავით. ბატონმა ზვიადმა რაღაც ინფორმაციის მომზადება მთხოვა(რას ეხებოდა კონკრეტულად,არ მახსოვს). ბატონო ზვიად, დღეს სხვა საქმე მაქვს გასაკეთებელი და მაგას ხვალ გავაკეთებ-მეთქი- ვუპასუხე ჩვეულებრივად. როდესაც ის წავიდა, ‘მრგვალი მაგიდის“ ბიჭები მომიბრუნდნენ, როგორ უთხარი უარი, ხომ უხერხული იყოო.მე გულწრფელკდ გეუბნებით არავითარი უხერხულობა არ მიგრძვნია. ვიცოდი, რომ თუ საჭირო იყო დაწყებული საქმის მიტოვება, ამასაც მეტყოდა და ისიც ვიცოდი, რომ როცა მთლიანად ერთ საკითხზე ხარ კონცენტრირებული, არ არის კარგი სხვა საკითხზე ყურადღების გადატანა. მას არ უყვარდა ადამიანის შეზღუდვა მუშაობის დროს, გადამეტებული ჩაკირკიტება. მისთვის მთავარი იყო, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ადამიანი საქმეს და რამდენად მისაღები იყო შედეგი. მასთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ნახევარი სიტყვიდან ესმოდა. იცოდა ადამიანის მოსმენა, თუმცა ეს მოგვიანებით აღმოვჩინე. მანამდე მასთან საუბრისას სულ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც სხვაზე ფიქრობდა. მაგრამ საკმარისი იყო დაზუსტების საჭიროება ეგრძნო საუბარში, რომ იმ მეორე საფიქრალიდან ითიშებოდა და მთლიანად საუბრისაკენ გადმოინაცვლებდა მისი ყურადღება. ასეთი რამ ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია. მას შეეძლო პარალლურად სმენა და ფიქრი სხვა თემაზე. ბატონი ზვიადი ძალიან უბრალო იყო ადამიანებთან ურთეირთობაში და განსაკუთრებულ ყურადღებას არასოდეს მოითხოვდა. იყო შემთხვევები, როდესაც დასვენების დღეს სახლში ვიყავი. თუ სასწრაფო საქმე გამოჩნდებოდა (ყოველგვარი მდივნის გარეშე) მირეკავდა და დავალებას მაძლევდა. პირველმა ასეთმა ზარმა ისე დამაბნია, რომ კი ვიცანი, მაგრამ არ მოველოდი და ვკითხე- ვინ ბრძანდებით მეთქი,ზვიადი ვარ- მითხრა და საქმეზე დაიწყო ლაპარაკი.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა შენიშვნის მიცემის მისეული ფორმა, რომელიც მოფერებას უფრო წააგავდა. ერთხელ ბატომნმა ზვიადმა პრესცენტრის თანამშრომელი ემზარ გოგუაძე გამოიძახა, ის კი სადღაც გაუჩინარდა და მეორე დილამდე არ გამოჩენილა. დილით ბატონი ზვიადი თვითონ მოვიდა პრეს-ცენტრში -„ასე არ შეიძლება, გენაცვალე, სასწრაფო საქმეა გასაკეთებელიო“ და თან წაიყვანა.
ზვიად გამსახურდია ლიდერი იყო, იდეები ყოველთვის მისგან მოდიოდა და შესაბამისად დავალებაც, მაგრამ მე ცოტა შემხვედრია მისი მსგავსი შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსასე ადამიანი ,თუმცა გარემოცვა, რომელშიც გავიზარდე ამ თვისებით ღარიბი არ ყოფილა. იგი არასოდეს შეღავათებს არ უკეთებდა თავის თავს. „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრები დღეში ხანდახან რადენჯერმე იმართებოდა.ბატონი ზვიადი შეხვედრაზე არასოდეს იგვიანებდა, მაგრამ ერთხელ ესეც მოხდა. ჩვენ ველოდით, გვიკვირდა და ცოტას ვნერვიულობდით კიდევაც. ბოლოს ის გამოჩნდა და ბოდიში მოგვიხადა- გუშინ ღამე თითქმის გავათენე, ინსტიტუტის ნახევარწლიური ანგარიშის წერაში შემომათენდა და ვეღარ ავდექიო (ის ხომ ლიტერატურის ინსტიტუში მუშაობდა). ამ განცხადებამ ‘მრგვალი მაგიდის“ წევრები ძალიან გაამხიარულა და ერთი ჟრიამული ატყდა. “ბატონო ზვიად, თქვენ კიდევ ანგარიშის საწერად გცალიათო?’ წამოიძახა რომელიღაცამ. .1990 წლის ზაფხული იყო. რუსთაველზე ყოველდღე მიტინგები იმართებოდა, რუსთაველი ერთ დიდ მიტინგად იყო ქცეული, რუსთაველი ბობოქრობდა. ამ დროისათვის ‘მრგვალი მაგიდა“ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ გაერთიანებად ითვლებოდა. მისი მუშაობის სტრატეგია და ტაქტიკა ძირითადად სპიკერისაგან მოდიოდა და ასეთ სიტუაციაში ჩვენი სპიკერი ლიტერატურის ინსტიტუტის ანგარიშის წერაში ღამეს ათენებდა. ასეთი რამ მე მგონი, მხოლოდ მას შეეძლო, მას არ შეეძლო თავისი გასაკეთებელი სხვისთვის გადაებარებინა,.“ხომ ჩემი გასაკეთებელი იყო და არ ჯობია დროზე გავაკეთოო:“ გვითხრა მშვიდად.
‘მრგვალი მაგიდის“ შეხვედრები, რომლის შესახებაც ინფორაციებს რეგულარულად ვაქვეყნებდი პრესაში, როგორც სხვა წევრებისგანაც ვიცი, ჩვენი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ბედნიერი პერიოდი იყო. ჩვენ მუშაობის დიდი სკოლა გავიარეთ. ყველას ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ დიდ და საჭირო საქმეს ვემსახურებოდით. ბატონი ზვიადის გვერდით თავს ძლიერებად და დარწმუნებულებად ვგრძნობდით. მომავალს იმედის თვალით შევყურებდით,, ხოლო აზრის თავისუფლად გამოთქმის თვალსაზრისით და გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთის აზრის გაზიარების მხრივ, ჩემი აზრით,‘მრგვალ მაგიდას’ მეტოქე არ მოეძებნებოდა. (არც მაშინ და მით უმეტეს ახლა).ბატონი ზვიადი ყოველთვის ყურადღებით ისმენდა სხვა წევრების არგუმენტებს და კამათისა და მსჯელობის შემდეგ თავდაპირველი აზრის შეცვლის პრობლემაც არ ჰქონია, თუმცა უნდა თქვას, რომ ჩვენი სპიკერის ღრმად გააზრებული, დიდ გამოცდილებასა და განათლებაზე დაფუძნებული წინადადებები ძირითადად ყოველთვის მართალი იყო.
მიუხედავად მისი დიდი მოუცლელობისა ზვიად გამსახურდია იმდენად პატივს სცემდა ქართულ ტრადიციებს, რომ არც ჭირის დროს თანაგრძნობის გაზიარებისათვის იშურებდა დროს და შეძლებისდაგვარად არც ქართულ სუფრაზე ამბობდა უარს. ერთი ბანკეტი მსგონდება, რომელიც ერთ მშვენიერ სახლში გაიმართა დამოუკიდებლობის გამოცხადების აღსანიშნავად. .ერთ-ერთ სუფრასთან მე და ‘მაცნეს’ ფოტოკორესპონდენტი გია კაკაბაძე ვისხედით. ჩვენ პირდაპირ კი ერთი ცნობილი ანსაბლის წევრები ისხდნენ. ისინი სიტუაციიდან მთლიანად ამოვარდნილების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.. ერთ_ერთი მათგანი მე და გიასათვის ცდილობდა რაღაც გაეგებინებინა, ხმაურის გამო ჩვენ არაფერი არ გვესმოდა, თუმცა ის კი ჩანდა, რომ რაღაცით ჩვენი პრეზიდენტი არ მოსწონდა და მას აკრიტიკებდა..
ბატონი ზვიდი თამადა გახლდათ და როდესაც სუფრის სხვა წევრებთან ერთად მანაც მრავალჟამიერი შემოსძახა, ამას ძალიან ლამაზი, პოეზიით გაზავებული სადღეგრძელოები მიაყოლა, შემდე ისევ იმღერა, შემდე მისი სულიერი ძმის მერაბის სადღეგრძელო დალია და.. ამის დამნახავი ჩვენი მომღერლები ლამის გადაგვერივნენ. აი ნამდვილი ქართველი, მაგას ვენაცვალე, ეს რა პრეზიდენტი გვყოლიაო, ლამის გაჰკიოდა ცოტა ხნის წინ უკმაყოფილი ჩვენი მომღერალი და თავადაც მთელი სულითა და გულით უერთდებოდა ქართულ სუფრულ სიმღერებს ამ ახალგაზრდას, მგონი, საქართველოს დამოუკიდებლობა არ გახარებია ისე, (ეს ხუმრობით), როგორც პრეზიდენტის სიმღერა და სადღეგრძელოები გაეხარდა. ქართული სუფრა და მისი ძალაც ეს ყოფილა მეთქი-გავიფიქრე.
მუდამჟამს გრანდიოზულ პრობლემებს შეჭიდებულ ჩვენ პრეზიდენტს ადამინების ყოველდღიური პრობლემები არასოდეს ავიწყდებოდა. სიტყვა „დამავიწყდა“ მისგან არასოდეს გამიგია. ერთხელ ‘მრგვალი მაგიდის ‘ შეხვედრა ჩვეულებრივზე გვიან დამთავრდა. მეტროს უკანასკნელ მატარებელს ძლივს მოვუსწარი. ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე მეორე დღეს ბიჭებს ვუამბე. არ ვიცი ვინ გააგებინა, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბატონმა ზვიადმა გამოაცხადა- ხვალიდან შეხვედები ერთი საათით ადრე დაიწყებაო.
სამშობლოსადმი, ,ქართველი ხალხისადმი, ქართული კულტურისა და სარწმუნოებისადმი სიყვარულით იყო გაცისკროვნებული მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. დასავლეთის კულტურას ნაზიარები, იგი დაუღალავად თარგმნიდა ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურას, მეგობრობდა სხვადასხვა ეროვნების დისიდეტენტებთან. თხემით ტერფამდე ქართველი იყო, მაგრამ მისთვის ლოზუნგის“საქართელო მხოლოდ ქართველებისათვის“- მიწერა, რა თქმა უნდა სუკ-ის ჭორების გამავრცელებელი განყოფილების უბადრუკი ფანტაზიის ნაყოფია. საქართვერლოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისადმი მისი დამოკიდებულება კარგად დადასტურდა ეროვნულ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოქალაქეობის კანონის მიღებით, რომელსაც საქართველოში მცხოვრები არც ერთი ერის ადამიანი არ დაუჩაგრავს.
ბატონი ზვიადი ერთნაირად ზრუნავდა ქვეყნის ყველა სატკივარზე. მისთვის არ არსებობდა პატარა და დიდი სატკივარი. მახსოვს, ერთხელ, აღშფოთებულმა გვაცნობა, რომ ერთ-ერთი გაზეთი (მისი რედაქტორი ახლა ძალიან დაფასებულია) მთელ გვერდს უთმობს პორნოგრაფიულ და ლესბოსურ ფოტოებს (ჩემთან ბოდიში მოიხა და რადგანაც“’მრგალ მაგიდაში“ერთადერთი ქალი ვიყავი). ისედაც პატარა ერი ვართ, ქართველი გოგონები ისედაც მორიდებულები არიან და ხომ შეიძლება ასეთმა ფოტოებმა მათზე ცუდი გავლენა მოახდინოსო. სასწრაფოდ გაიგზავნა გაზეთის რედაქციაში რამდენირე კაცი და ყველაფერი მოლაპარაკებით დამთავრდა, თუ არადა აქცია უნდა გამართულიყო.
ბატონი ზვიადის უზომო თავდადება ქართული საქმისადმი მის გარშემო მყოფ ადამიანებშიც იწვევდა პატრიოტულ აღტკინებას. მ ე ვიცნობ რადიომოყვარულებს, რომლებიც საკუთარი ხარჯჯებით გაემგზავრნენ დასავლეთ საქართველოში მიწისძვრის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან კავშირის დასამყარებლად. მე ვიცნობ ბევრ ინჟინერს, რომელიც უანგაროდ მუშაობდა რაჭაში დანგრეული სახლების აღდგენაზე და მე ვიცნობ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მითხრა: მე ვიცოდი რომ ქართელი ვიყავი, მაგრმ მე ამას არ ვგრძნობდი, ეს მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ მაგრძნობინაო.
პოლიტიკა ზვიად გამსახურდიას ცხოვრების არსებითი ნაწილი იყო. ამიტომ ძნელია გამოყო ერთმანეთისაგან ზვიად გამსახურდია -პიროვნება და ზვიად გამსახურდია -პოლიტიკოსი. შემიძლია რამდენიმე მომენტის გახსენება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობიდან მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე საქართველოში საერთაშორისო ტრასების გაყვანის საკითხი იხილებოდა. ბატონმა ზვიადმა თავისი პოზიცია დააფიქსირა- საქართველოში მიწის ყოველი გოჯი ისტორიის საკუთრებაა. აქ არ შეიძლება ხელაღებით მიწის სამუშაოების დაწყება. საავტომობილი ტრასები ეკონომიკურად ნაკლებად სასურველია. სარკინიზო უფრო სუფთაა. საჭიროა ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის შემდეგ მიღება. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ჩვენი სამშობლოს ‘"დერეფნობას" რომ არ აკადრებდა მის მოქალაქეებს და "დერეფანში“ ‘ცხოვრების სიკეთეზე არ დაუწყებდა ლაპარაკს, ცხადია.ბატონი ზვიადის პრობლემის გადაწყვეტის წესი იყო პრობლემის მიზეზის გამორკვევა და მასთან ბრძოლა და არა შედეგთან. მახსოვს ერთ-ერთ სესიაზე მისი განცხადება--ქურდობა არ არის ქართული თვისება. მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია ისეთი იყო, რომ თვითონ უწყობდა ხელს ქურდობას. ჩვენ არ დავიჭერთ იმ საქმოსნებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და მოიპარეს, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მათ ქვეყანაზე უნდა იზრუნონ. როდესაც ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ წევრს სულმა წასძლია, შესაბაისად დაისაჯა.
სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, თითქოს ზვიად გამსახურდია ქვეყნის იზოლაციას უწყობდა ხელს.
ზვიად გამსახურდიას, თავად მეცნიერს, რასაკვირველია, შესანიშნავად ესმოდა ქართული მეცნიერების როლი საქართელოს განვითარებაში. ამასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა მაგონდება, რომლის შესახებაც ინფორმაციაც მაქვს გამოქვეყნებული .სახლმწიფო უნივერსიტეტში ნ.მუსხელიშვილის იუბილეს აღნიშნავდნენ. იუბილეზე გერმანელი მათემატიკოსებიც იყვნენ ჩამოსულნი. პრეზიდენტმა ისინი თავისთან სპეციალურად მოიწვია. (ამ შეხვედრაზე მეც ვიყავი). ჩვენი პრეზიდენტი უცხოელ მეცნიერებს სთავაზობდა კვლავ განეგრძოთ სამეცნიერო კავშირები ქართველ მათემატიკოსებთან, გაეფართოვებინათ ეს კაცშირები და ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარ მხარდაჭერას აღუთქვამდა. ასევე მოვიგონებ სერთაშორისო სპორტული შეჯიბრების გამართვას ქალაქ ფოთში. ფოთს ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძე თვლიდა „საქართველოს კარიბჭედ“. პრეზიდენტის ასეთი ყურადღება ფოთისადმი სხვას რას მოასწავებს, თუ არა. ევროპასთან კავშირების საჭიროების აღიარებას და სურვილს და, რაც მთავარია, ამ კავშირების დასამყარებლად მოქმედებას.
არსებობს აზრი, რომ პოლიტიკა უზნეო საქმიანობაა.. ვიყავი რა ეროვნული მოძრაობის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე, შემდეგ ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობის თვითმხილველი და მონაწილე როგორც ჟურნალისტი, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა სწორედაც რომ ზედმიწევნით ზნეობრივი პოლიტიკა იყო და სხვანაირად ვერც იქნებოდა. იგი ხომ ისეთ წმინდა მიზნებს ემსახურებოდა, როგორიც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერება და გაბრწყინებაა.ამ ზნეობრიობას, უპირველეს ყოვლისა, თვით მისი პიროვნების მაღალი ზნეობრიობა განსაზღვრავდა, მისი პიროვნული თვისებები და მისი დიდი განსწავლულობა საერთაშორისო სამართლის სფეროში. მთელი მისი მოღვაწეობა სამართლებრივი თვალსაზრისით, უმაღლეს სტნდარტებს შეეფარდება და ეს სპეციალისტების მიერ აღიარებული თეზაა.
რამდენად ზრუნავდა ეროვნული ხელისუფლება ეკონომიკის განვითარებაზე-ეს ცალკე საკითხია. მოვიგონოთ, სულ რამდენ ხანს გაგრძელდა ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობა, მოვიგონოთ როგორ შეუპოვრად და უკომპრომისოდ იბრძოდა ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს გამოგლეჯისათვის სსრკ-ს შემადგენლობიდან სწორედ იმ საზღვრებში, როგორითაც ის სსრკ-ში შედიოდა და ხომ ტრივიალურია. რომ თუ დღეს საქართველო დე ფაქტო თუ არა, დე იურე მაინც ერთიანი ქვეყანაა და მის მთლიანობას მისი მტრებიც კი ვერ უვლიან გვერდს, ეს მხოლოდ ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად უსწრაფეს ტემპში მუშაობდა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ის ჩქარობდა, მან იცოდა, რომ უნდა მოესწრო, მან იცოდა რომ რევანში გარდუვალი იყო და შეუძლებელი მოასწრო უმცირეს დროში- ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩატარდა პირველი პრეზიდენტის არჩევნები. ქართველმა ხალხმა საქართველოს მრავალეროვანმა მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას, რაც შეეხება ეკონომიკას ძალიან ბევრი მომენტი მახსოვს, როგორ განიცდიდა ჩვენი პირველი პრეზიდენტი საქართელოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის არც თუ მაღალ დონეს. მე ეკონომიკისადმი მისი მიდგომის დამადასტურებელ სიტყვებს გავიხსენებ,რომლითაც ის 1990 წლის 8 დეკემბერს უზენაესი საბჭოს პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა: "ეკონომოკური სიახლეების დანერგვა უცბად შეუძლებელია.. ამისათვის საჭიროა დაიდოს საქართველოსათვის მომგებიანი ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურად გააძლიერებენ“. დიახ, საქართველოს ინტერესები მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და მისთვის იყო “საქართველო, უპირველეს ყოვლისა“--ვიტყოდი მე.
ზვიად გამსახურდიას მიწების პრივატიზაციის შეჩერაბასაც აბრალებდნენ, მაგრამ ვინც აბრალებდა, იმან შესანიშნავად იცოდა, რომ მიწების პრივატიზაცია ინვენტარიზაციის გარეშე შეიძლება მიწების „პრიხვატიზაციად“ გადაქცეულიყო. ცნობილია, რომ ინგლისში პრივატიზაცია ათეული წლები გრძელდებოდა.
ეს მოგონება მინდა ასე დავამთავრო--ზვიად გამსახურდიას სიყვარული საშობლოსადმი იყო რაღაც ხორცშესხმული, ხელშესახები სიყვარული, რაც სამშობლოსათვის შრომასა და გვემაში გამოიხატა და თუ ვინმე თავს მის მიმდევრად თვლის, ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს ყოველი ღონე იხმარო, იმისათვის, რომ იცხოვრო მისი პრინციპებით, თუ პატივს ვცემთ მას, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ მის პრინციპებს და მხოლოდ მისი სახელით მანიპულირება და პირადი ამბიციების წინ წამოწევა, სწორედ მისი უპატივცემულობა იქნება და მისი მიმდევრებისათვის ეს აბსოლუტურად უკადრისი საქციელია. 2007წ.აპრილი

вторник, 22 марта 2011 г.

ძვირფას მკითხველს

ძვირფასო მკითხველო !ძალიან გთხოვთ ნუ დაგეზარებათ კომენტარების გაკეთება
კომენტარის გაკეთების ინსტრუქია გამოქვეყნებულია 2010 წლის აგვისტოს თვეში .

понедельник, 21 марта 2011 г.

საკანონმდებლო ბაზა განათლებისა და მეცნიერების დასანგრევად?!

ინტერვიუ აკადემიკოს ვანო კიღურაძესთან

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების კონცეფცია ქართველმა მეცნიერებმა მთავრობაში 2004 წლის დეკემბერში წარადგინეს, მისი განხილვა არ მომხდარა და აკადემიის რეფორმირება მეცნიერების მონაწილეობის გარეშე დაიწყო. მეცნიერების ინიაციტივით პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე 2005 წლის 2 დეკემბერს( ერთი წლის შემდეგ), როგორც განათლების სამინისტროს, ისე მეცნიერებათა აკადემიის კონცეფციების განხილვა ჩატარდა. (სხდომას მეც ვესწრებოდი). თუმცა,როგორც შემდეგ გამოირკვა, მთავრობას მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების თავისი პროექტი ამ სხდომამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ჰქონდა პარლამენტში წარდგენილი.. სხდომაზე ბატონი ნოდარ გროგალაშვილის წინადადებით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, მეცნიერებისა და პარლამენტარების მონაწილეობით, და გადაწყდა საბჭოს გარეშე ამ სფეროში არცერთი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. მიუხედავად ამისა საბჭო არცერთხელ არ შეკრებილა და პარლამენტმა კანონპროექტის ‘ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ „ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვა მეცნიერების გარეშე დაიწყო.. ამას ახლად შექმნილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქრთველოში მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის“ საპროტესტო აქციით უპასუხა.. აქციის შემდე მეცნიერები და პედაგოგები პარლამენტში პროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს..ერთობლივ განხილვას გარკვეული დადებითი ცვლილებები მოჰყვა,, მაგრამ ძირეული შემობრუნება არ მომხდარა და პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის ძალითაც მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტების ერთიანობა იშლება და ისინი იურიდიული სტატუსის მქონე დაწესებულების სახით განათლების( (გაუნათლებლობის. დ. ქ.) სამინისტროს დაქვემ,დებარებაში გადადიან. ამის შემდეგ მეცნიერებმა და პედაგოგებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით,კანონის შეჩერების თაობაზე, რასაც პასუხი არ მოჰყოლია.
საქართველოს მეცნიერებისა და განათლებს დღევანდელი მდგომარეობისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ, გვესაუბრება მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე.
დალი ქვირია:--ბატონო ვანო, საზოგადოებრივი მოძრაობა „მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისათვის“ შექმნის ფაქტორი მოწმობს, რომ საქართველოს მეცნიერები და პედაგოგები, მათმ ხარდამჭერებზე რომ არაფერივ თქვათ, თვლიან, რომ მეცნიერება და განათლება საქართველოში გადასარჩენია..საიდან მოდის ხიფათი და რამდენად არის ის გამაგრებული საკანონმდებლო ბაზით?
ვანო კიღურაძე:--ხელისუფლრება რომ ქმნის საკანონმდებლო ბაზას საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სისტემის დასანგრევად, ეს ფაქტი საიდუმლოებას არ წარმოადგენს. მის მიერ მიღებულო კანონების მის მიერვე ვოლუნტარისტული ინტერპრეტაცია კი, ცალკე თემაა.ხშირად ხდება, მიიღებენ კანონს, ,რომელსაც ერთი გარკვეული მიმართულება აქვს, მიხვდებიან რა რომ ის ისე სწრაფად არ ანგრევს მეცნიერებასა და განათლებას, როგორც მათ სურთ და იწყება კანონის ინტერპრირებაში სასურველი შესწორებების შეტანა.
დ.ქ.:-- რეფორმირების შემდეგ როგორია დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტატუსი?
ვ.კ:—‘უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად ყველა ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელი , მათ შორის. ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივსიტეტი, ფაქტობრივად გადაიქცა კერძო სასწავლებლად, რადგან მათ შეუწყდათ ბაზური დაფინანსება.(თავი 13 მუხლი79 )ეს კანონი ისტორიაში ისეთივე ავადსახსენებელ დოკუმენტად დამკვიდრდება, როგორიცაა საქართვრლოს სსრ სახკომსაბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმების შესახებ. დადგენილება,
დ, ქ.---განათლების კანონის მიხედვით როგორ არის გადაწყვეტილი უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხი და როგოროია ამ აზრით ევროპულ;ი მაგალითი?
აღნიშნული კანონი უმაღლესი განათლების დაფინანსების ძირითად წყაროდ სწავლების საფასურს აღიარებს..ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ან უფასოა, ან საწავლების საფასური უნივერსიტეტის ბიუჟეტის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი 95 პროცენტი კი საბაზი დაფინანსებით იფარება.
დ.ქ-რა პერსპექტივებს უქადის ასეთი დაფინანსება თსუ-ს?
ვ.კ.- ჩვენ უნივრსიტეტში სწავლების მეტნაკლებად ასაწყობად საჭიროა მასზე 20-ჯერ მეტი თანხა მაინც,რაც დღეს იქ სახელმწიფო ან კერძო გრანტების სახით შედის
თუ კანონი არ შეიცვალა და სახელმწიფო უნივერსიტეტებსს არ დაუწესდა მუდმივადმზარდი საბაზო დაფინანსება,, ისინი ვერ შესძლებენ ჩვენი ახალგაზრდობისათვის სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლების მიცემას, მათ მიერ გაცემული დიპლომები ფასს საბოლოოდ დაკარგავენ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება აუხდენელ ოცნებად დაჩება.
დ.ქ.--როგორ არის გადაწყვეტილი სტუდენტთა დაფინანსების საკითხი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე და და რა პარალელების გავლება შეიძლება დასავლურ უნივერსიტეტებთან?
ვ.კ.-კანონის თანახმად სტუდენტებს სტიპენდია არ მიეცემათ., ხოლო სასწავლო სახელმწიფო გრანტი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) დასაფინანსებლად. მაშასადამე ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდობა ბედის ანაბარაა მიტოვებული. მათ ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვთ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის კარები. ასეთი რამ ევროპაში არ ხდება. იქ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიების გაცემის კარგად მოფიქრებული სისტემა მუშაობს და საგანმანათლებლო სისტემის სამივე საფეხურს სახელმწიფო აფინანსებს..მაგალითად, ლიტვა, რომელსაც ჩვენი განათლების სამინისტროს მესვეურები მისაბაძ მაგალითად სახავენ,, და მართლაც მისაბაძია, კერძო უმაღლეს სასწავლებლებშიც კი აფინანსებს დოქტურანტურას
დ.ქ.-რას იტყვით პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურების საკითხზე?
ვ.კ.-სადავო არ უნდა იყოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი წინა პირობაა პროფესორ მასწავლებელთა ნორმალური შრომითი ანაზღაურების დაწესება.სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად საქრთველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის ივლისში ერთსულოვნად მიღებული კანონი’ „მეცნიერთ სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“,.რომლის მიხედვითაც პროფესორის თანამდებობრივი სარგო 10 მინიმალური ხელფასის ოდენობით იყო განსაზღვრული. კანონის მიღებას აქტიურად დაუჭირა მხარი მაშინდელმა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც დღეს პარლამენტში უმრავლესობა ჰყავთ.. სამწუხაროდ, სწორედ ამ უმრავლესობამ მეცნიერებს ცინიკურად გაუუქმა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები და გასული წლის მიწურულში ეს კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადდა.. დღეს საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასი 3000 ლარს აღემატება,, პროფესორებს კი ჰპირდებიან, თუ სამსახურში დაგტოვეთ,,ხელფასს 300 ლარამდე გაგიზრდითო..მსგავსი დისპროპორცია ზემოთხსენებული ორი კატეგორიის პირთა ხელფასებს შორის არ არსებობს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.
დ.ქ.-მეცნიერებთა აკადემიის რეფიორმირების ძირითადი მომენტი რაში მდგომარეობს?
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს პარლამენტმა რეალობად აქცია ხელისუფლების აკვიატებული იდეა საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი ინსტიტუტების სისტემის დაშლის შესახებ. აკადემიის სისტემიდან გამოყვანილი ინსტიტუტების რეორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა. ასე რომ ,დიდი სამეცნიერო ტრადიციებისა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგის მქონე, სამეცნიერო დაწესებულებების ბედი სამინისტროს არაკომპენტენტურმა ჩინოვნიკებმა უნდა გადაწყვიტონ..
დ.ქ.-ადმინისტრაციული მართვის როგორი სისტემის განხორციელება ხდება უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო ინსტიტუტებში?
‘‘უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი და „ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“’კანონში ცვლილებები გარდამავალ პერიოდში რომლის ხანგრძლივობა სათანადოდ,ორი და ერთი წლით განისაზვრება , აუქმებს ყველა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების ავტონომიას და მათ ერთპიროვნულ მართვას საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნულ რექტორისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკისრებს.ეს სხვა არაფერია, თუ არ ინტელექტუალური მოღვაწეობის ამ უაღრესად ფაქიზ სფეროში პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტის რეანიმაციის მცდელობა. სწორედ ამ კომისრებს ეკისრებათ დააკომპლექტონ უმაღლესი სასწავლებლების პროფესურა და კვლევითი დსწესებულებების სამეცნიერო კოლექტივები. მსგავსი რამ 21 საუკუნის არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მომხდარა.
დ.ქ.-ასეთი რეორგანიზაციების შემდეგ რა ბედი ელით საქრთველოს მეცნიერებსა და პედაგოგებს?
ბ.კ.--ძნელი მისახვედრი არ არის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი დაწესებულებების რეორგნიზაციის მოტივით.ხელისუფლრებას დგეგმილი აქვს უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა და მეცნიერთა დიდი ნაწილის სამსახურიდან დათხოვნა. ამ პირთათვის ‘სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონი ითვალისწინებს ფრიად მოკრძალებული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაწესებას და ისიც მხოლოდ ხუთი აკადემიური წლის განმავლობაში. რა ბედი ელის ჩვენ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და მეცნიერებს ხუთი წლის შემდეგ , როგორც ჩანს, ჩვენ ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, . ყველა დაინტერესებულ პირს მე ვურჩევდი, გაეცნოს ზემოთ ნახსენებ კანონს, , რათა, რათა სრული წარმოდგენა შეექმნას ხელსუფლების დამოკიდებულებაზე მეცნიერებისადმი .
დ..ქ.-თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ანალოგიური რეფორმები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ტარდება. რა ხდება ამ აზრით პოსტსაბჭოთა სივრცეში?
ვ.კ.-აშკარაა რომ განათლებისა დ ამეცნიერების სამინისტრო რეფორმების მოტივით მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს განათლებასა და მეცნიერებას, მაშასადამე ჩვენი ქვეყნის მომავალს. ანალოგიური რეფორმების ჩატარებას რუსეთში აქტიურად აღუდგნენ რუსი მეცნიერები. მათ საჯაროდ განაცხდეს, რომ „მსგავსი რეფორმა თავისი შედეგებით დიდ სამამულო ომსა და 30-იანი წლების ტერორზე უფრო საშინელი იქნება.,რადგანაც ქვეყანას საბოლოოდ გამოათაყვანებსო’“ ჩვენი რუსი კოლეგების აზრი ხელისუფლებამ არსებითად გაითვალისწინა . რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას , ყოველივე ,რაზეც მე ვსაუბრობდი,, არ არის მხოლოდ მეცნიერებისა და უმაღლესი და საშულო სკოლების მასწავლებელთა ტკივილი. ეს არის ტკივილი ჩვენი საზოგადოებისა. საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მომავალს და მაშასადამე საქარველოს მომავალს. სანამ გვიან,არ არის, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს ეს.
დალი ქვირია „საქართველოს რესპუბლიკა 08 02 06 წ.